LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მისი ადგილი არის ციხეში, ჩვეულებრივი კრიმინალია“ – ხაბეიშვილი ე.წ. „ხარებას“ განცხადებას ეხმაურება

190
ლევან ხაბეიშვილი - ხარება

„მისი ადგილი საზოგადოებაში არ არის. მისი ადგილი არის ციხეში”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ზვიად ხარაზიშვილის, იგივე „ხარებაზე“ საუბრისას აცხადებს.

მისი თქმით, ხარება, რომელიც პირადად იძლევა აქციის მონაწილეების ცემის დავალებებს, ძალადობრივი რეჟიმის სახეა.

„მესმის ახლა, რომ ნერვული ფხაკურები აქვს ახლა და კუდის მოქნევას ცდილობს. შეეგუოს იმას, რომ მისი ადგილი არის საპატიმროში. ის არის საზოგადოებისთვის საშიში. შეხედეთ მას, მის ლექსიკას მოუსმინეთ, მის მანერებს და თქვენ მიხვდებით, რომ ის არ არის ნორმალური.

ეს ადამიანი წარმოადგენს ძალადობრივი რეჟიმის ძალადობრივ სახეს, ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ მისი მხრიდან ასეთი დამოკიდებულება.

ჩემი შვილიც ბევრჯერ ამ მშვიდობიან აქციაზე მონაწილეობას იღებს და ე.ი. მისი უსაფრთხოება ამ არანორმალურს უნდა ევალოს? ეს არის ჩვეულებრივი კრიმინალი, კაციჭამია”, – ამბობს ხაბეიშვილი.

ზვიად ხარაზიშვილი, იგივე „ხარება“ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორია.

ვიდეო: „ყველა სცემს თავის თავს.. ხაბეიშვილს უარესი ელოდება“ – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, ე.წ. ხარება


გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები