LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მისი გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია ჩვენი პროფესიული საზოგადოებისთვის… რუსო გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმითა და განსაკუთრებული ადამიანური სითბოთი“ – გარდაიცვალა ექიმი რუსუდან მდივანი

478
რუსუდან მდივანი

სადაზღვევო კომპანია „ვაიზერი“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს – კომპანიის ცნობით, გარდაიცვალა ექიმი რუსუდან მდივანი.

„დიდი მწუხარებით ვემშვიდობებით ჩვენს ძვირფას კოლეგას, რუსუდან (რუსო) მდივანს.

მისი გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია არა მხოლოდ მისი ოჯახისთვის, არამედ მთელი ჩვენი პროფესიული საზოგადოებისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის, ვისაც ბედნიერება გვქონდა მასთან, როგორც პროფესიული, ისე პიროვნული ურთიერთობის.

რუსო გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობითა და განსაკუთრებული ადამიანური სითბოთი. მისი ღვაწლი და დამოკიდებულება მუდამ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში.

ვიზიარებთ ოჯახის, ახლობლებისა და კოლეგების ტკივილს და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ყველას, ვინც მას იცნობდა და აფასებდა“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

დიდი მწუხარებით ვემშვიდობებით ჩვენს ძვირფას კოლეგას, რუსუდან (რუსო) მდივანს. მისი გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია არა…

Posted by ვაიზერი • Wizer on ორშაბათი, 09 თებერვალი, 2026
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g