ბრიტნი სპირსი კვლავ საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ არტისტი დროს შვილებთან ერთად ატარებს და შესაძლოა, ამით მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო, ბრიტნიმ სოციალურ ქსელში ცეკვის მორიგი, შემაშფოთებელი ვიდეოები გააზიარა.
„ამჯერად შვილების მეურვეობის ქვეშ?“ – ბრიტნი სპირსი ახალ კადრებს გვიზიარებს
44 წლის მომღერალმა „ინსტაგრამზე“ რამდენიმე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ენერგიულად და საკმაოდ უცნაური მოძრაობებით ცეკვავს. იატაკზე კი ყველაფერი მოუწესრიგებლად ყრია.
„მისი საშველი არ არის!“, – ასე აფასებენ ბრიტნის ახალ ვიდეოებს.