ჯეფ ბეზოსის, ლორენ სანჩესის, ლეონარდო დიკაპრიოსა და ვიტორია ჩერეტის მოგზაურობა იბიცაზე გრძელდება.
ამჯერად ოთხეული სანაპიროზე გამოჩნდა. ლეო და მისი საცოლე ყოველდღიურ სამოსში იყვნენ გამოწყობილნი, რასაც ვერ ვიტყვით ლორენზე. 55 წლის სანჩესს წითელი ზედა და თეთრი, მინი ქვედაბოლო ამშვენებდა. მის „ლუქს“ კი Saint Laurent-ის ჩანთა ასრულებდა.











