LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მისმა დაკარგვამ მთელი სხალთის ხეობა და რაიონი აატირა.. ჯარისკაცი, სამშობლოს მოყვარული ბიჭი იყო“ – ნათესავი 25 წლის თორნიკე გორგილაძეზე, რომელიც ხულოში უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა

8675
Untitled design (3)

23 სექტემბერს, ხულოში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს გარდაცვლილი, 25 წლის თორნიკე გორგილაძეა.

მედიაში ადგილობრივებზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თორნიკე გორგილაძე ბეტონის გადამამუშავებელ საამქროში იყო დასაქმებული, თუმცა „ფორტუნასთან“ გარდაცვლილის და აღნიშნულს კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ მისი ძმა საამქროში დასაქმებული არასდროს ყოფილა.

როგორც „ფორტუნასთან“ გარდაცვლილი ბიჭის ნათესავი ამბობს, თორნიკეს დაღუპვას მთელი რაიონი გლოვობს:

„სამშობლოს, ნათესავების მოყვარული იყო. ამ ბიჭის დაკარგვამ მთელი სხალთის ხეობა და რაიონი აატირა.

მის მშობლებს ერთი ვაჟი და ერთი ქალიშვილი ჰყავდათ“, – უთხრა „ფორტუნას“ გარდაცვლილის ნათესავმა.

თორნიკე გორგილაძის დის თქმითვე, თორნიკე თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე იყო.

ცნობისათვის, როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამუშაოების წარმოებისას, უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g