LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მისტერ და მისი აფლეკების სასახლე – ნახეთ „ბენიფერის“ „სასიყვარულო ბუდე“ 60 მილიონ დოლარად

4737
Untitleddfgdfgd

თქვენ წინაშეა ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის პირადი სასახლე, რომელიც საკულტო წყვილს 60 მილიონი დოლარი დაუჯდა. უზარმაზარი ვილა ბევერლი-ჰილსზე მდებარეობს. სახლს დიდი სარეკრეაციო ზონა აკრავს გარს, რომელში გადასაადგილებლად სპეციალური ტრანსპორტია გამოყოფილი.

სახლში სპორტული დარბაზი, კინოთეატრი, მარანი და პირადი სილამაზის სალონიცაა განთავსებული, რომ არაფერი ვთქვათ მდიდრულად მოწყობილ საძინებელ ოთახებსა და ლაჟვარდოვან აუზზე ეზოში.

აღსანიშნავია, რომ წყვილმა სახლი ჯერ კიდევ მაისში შეიძინა, ამის შემდეგ კი „ბენიფერი“ დაუღალავად იღებდა მონაწილეობას სახლის სამშენებლო სამუშაოებსა და კეთილმოწყობაში.

ცნობისთვის, მისტერ და მისის აფლეკები ახლა თაფლობის თვეში, პარიზში იმყოფებიან და სავარაუდოდ, რომანტიკული მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ, ჯეი ლო და ბენი თავიანთ „სიყვარულის ბუდეში“ დაიდებენ ბინას.

ფოტო: „მეტ გალას“ ნაცვლად მშენებლობა – „ბენიფერმა გლამური აგურზე გაცვალა“

ცეცხლი აინთო, თაფლობის თვე დაიწყო – მისტერ და მისი აფლეკები სიყვარულის ქალაქს ეწვივნენ

„ეს საქორწილო კაბა ჩემს ფილმში მეცვა და მას წლებია ვინახავ, ბენმაც პიჯაკი მისი ძველი გარდერობიდან აარჩია“- ჯენიფერ ლოპესი

გაიცანით ჯენიფერ აფლეკი – ჯენიფერ ლოპესი ქორწინების შემდეგ ქმრის გვარზე გადავიდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები