LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „მეტ გალას“ ნაცვლად მშენებლობა – „ბენიფერმა გლამური აგურზე გაცვალა“

2763
page

„მეტ გალაზე“ უამრავი ვარსკვლავი ვიხილეთ, თუმცა საღამოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი წყვილი არ დაესწრო, საუბარია ჯენიფერ ლოპესსა და ბენ აფლეკზე, მათ ღონისძიება გამოტოვეს.

მათი მთავარი საზრუნავი ახლა ახალი სახლი და მისი მშენებლობაა, რომელშიც წყვილი აქტიურად იღებს მონაწილეობას. ბენი პაპარაცებმა სამშენებლო ხელსაწყოებით არაერთხელ გადაიღეს.

გლამურული ტანისამოსის ნაცვლად 52 წლის ჯეი ლომ ყოველდღიური თეთრი მაისური და შარვალი მოირგო და საყვარელ მამაკაცთან ერთად  მშენებლობის დასათვალიერებლად გაემართა.

„ბენიფერმა გლამური აგურზე გაცვალა“, „საუკეთესო არჩევანი“, – წერენ კომენტარებში. 

ბენ აფლეკი „სასიყვარულო ბუდეს“ თავად აშენებს

ფოტო: მოოქრული აბაზანა და განსაკუთრებული საძინებელი – ექსკურსია „ბენიფერის“ ახლადშეძენილ „სასიყვარულო ბუდეში“

შეგახსენებთ, ზუსტად ერთი წლის წინ ჯეი ლო და ბენი „მეტ გალაზე“ ერთად პირველად გამოჩნდნენ. მაშინ ჯეი ლო ყავისფერი კაბა ამშვენებდა და „კოვბოის“ ქუდი ეხურა. წყვილი ერთმანეთს პირბადეებით კოცნიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები