„ბენიფერმა“ „ბელ-ეირში“ 50 მილიონ დოლარად უზარმაზარი სახლი შეიძინა. მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრებელი კომპლექსი სრულყოფილად გამოიყურება, ჯეი ლომ და ბენმა „სასიყვარულო ბუდის“ თავისი გემოვნებით გადაკეთება გადაწყვიტეს. წყვილი ყოველ „უიქენდს“ მშენებლობაზე ატარებს და სამშენებლო პროცესს აქტიურად ადევნებს თვალს.
ფოტო: „ჯენი, აი აქ იქნება აუზი“ – „ბენიფერის“ ახალი ,,სასიყვარულო ბუდის” რემონტის ციებ-ცხელება
მეტიც, ახლა ირკვევა, რომ მშენებლობაში 49 წლის აფლეკი თავად იღებს მონაწილეობას. ახლახან გავრცელებულმა ფოტოებმა ინტერნეტსივრცე წალეკა. პაპარაცებმა ბენი ფიცრებითა და სამშენებლო მასალით ხელში გადაიღეს, იქვე იდგა ჯეი ლო, რომელსაც შავი კაბა ამშვენებდა.
ფოტო: სიყვარულის მარადიული ნაპერწკალი თვალებში – „ბენიფერის“ მხურვალე ამბორი