LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: სიყვარულის მარადიული ნაპერწკალი თვალებში – „ბენიფერის“ მხურვალე ამბორი

686
page

გუშინ, ჯეი ლომ და ბენმა შვილები ლოს-ანჯელესში მდებარე სკოლაში მიიყვანეს, შემდეგ კი ვნებებს მიეცნენ. დიახ, ახლად დანიშნული წყვილი კვლავ შეყვარებულია და მათ თვალებში სიყვარულისა და ვნების მარადიული ნაპერწკალი კიაფობს. ისინი ერთმანეთს თვალს ვერ წყვეტდნენ და ემოციებსაც ვერ მალავდნენ. ბუნებრივია, თვალებით კონტაქტი მხურვალე ამბორით დასრულდა და ყოველივე ეს მოხერხებულმა პაპარაცებმა ფირზე აღბეჭდეს.

ვნებათაღელვა ავტომობილში – „ბენიფერი“ ნიშნობის შემდეგ გათამამდა

ფოტო: ჯეი ლოს მონა-მორჩილი – 49 წლის ბენ აფლეკი საცოლეს ნივთების გადაზიდვაში ეხმარება

ცნობისთვის, გასულ კვირას ბენი სკანდალში გაეხვია, ამერიკელი უძრავი ქონების აგენტი, ემმა ერნანი ირწმუნება, რომ ბენი და ის გაცნობის საიტზე ერთმანეთს აქტიურად წერდნენ. მისი თქმით, ეს ხდებოდა 2019 წელს. თუმცა „ბენიფერს“ საზოგადოებისგან ზეწოლისა და ჭორების დიდი გამოცდილება აქვს, შესაბამისად გარემო ფაქტორები მათ მარადიულ სიყვარულს ხელს ვეღარ შეუშლის.

ფოტო: „საბედისწერო“ წითელი კაბა – ჯეი ლო, ბენისა და ემმა ერნანის მოწერ-მოწერის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ პირველად გამოჩნდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g