LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „საბედისწერო“ წითელი კაბა – ჯეი ლო, ბენისა და ემმა ერნანის მოწერ-მოწერის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ პირველად გამოჩნდა

11201
page

რამდენიმე თვის წინ, ჯენიფერ ლოპესმა წლების წინ, ბენ აფლეკთან განშორების მიზეზი დაასახელა და განაცხადა, რომ ბენთან ურთიერთობა საზოგადოების გადაჭარბებულმა ყურადღებამ, პირადი სივრცის ხელყოფამ და ჭორებმა დაანგრია.

ჯენიფერ ლოპესმა წლების წინ ბენ აფლეკთან განშორების მიზეზი დაასახელა

„ბენიფერის“ გულშემატკივრები იმედოვნებენ, რომ ისტორია არ განმეორდება და ჯეი ლოსა და ბენის სიყვარულს აღარაფერი შეუშლის ხელს. თუმცა, ცოტა ხნის წინ, აფლეკი ჯენიფერთან ურთიერთობის განახლების შემდეგ პირველ სკანდალში გაეხვია, ცნობილი ამერიკელი უძრავი ქონების აგენტი, ემმა ერნანი ირწმუნება, რომ ბენი და ის გაცნობის საიტზე ერთმანეთს აქტიურად წერდნენ.

ფოტო: „ის მე მწერდა“ – „ბენიფერის“ აღზევების შემდეგ აფლეკი პირველ სკანდალში გაეხვია

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, 52 წლის ჯენიფერი პირველად გამოჩნდა, ის დასავლეთ ჰოლივუდში მდებარე რესტორანში იმყოფებოდა. ვარსკვლავი საოცრად ცეცხლოვანი „ლუქით“ იყო წარმოდგენილი, მას მოკლე, წითელი კაბა და „ლაბუტენის“ „ბოტფორდები“ ამშვენებდა, ხელში კი „შანელის“ ჩანთა ეჭირა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები