გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი დეა კაპანაძე ბრალდებებს პასუხობს და განმარტავს, რომ რაც იცოდა გამოძიებას ყველაფერი უთხრა.
კაპანაძე “კურიერთან” აღნიშნავს, რომ ჩვენება 5-ჯერ არ შეუცვლია, მას სხვადასხვა კითხვას უსვამდნენ და პასუხებიც განსხვავებული იყო.
ჩემ გვერდით უნდა ყოფილიყო ეს დღეები-საერთოდ არ მოვიდა, არ დამიდგა გვერდში
"საუკეთესო მეგობრის მოსაძებნად არ წამოვიდა, თურმე სიბნელის ეშინია...სავარაუდოდ, იცის ვინ გაიტყუა თამარი - ბაჩალიაშვილის დედა დეა კაპანაძეზე
“რატომ რის გამო დამადანაშაულეს აზრზე არ ვარ, უბრალოდ მართლა ძალიან მოქმედებს ეს ყველაფერი ფსიქიკაზე, ყველანაირად ვცდილობდი, რომ არ მიმექცია ყურადღება. მესმის რომ შვილი ჰყავს მკვდარი და გულთანაც მიმაქვს ეს ყველაფერი და მართლა ბოლომდე მესმის. ჰგონია რომ ვიმალები, მაგრამ რაც ვიცოდი, პოლიციაში მართლა ყველანაირად ვეხმარები, რომ პატარა დეტალიც გავიხსენო, რაც შეიძლება გამოსადეგი იყოს. არ შემიცვლია 5-ჯერ ჩვენება, იყო მაგალითად, რომ პირველი 2 დღე არც კი ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა მკვდარი სადმე გვენახა, ვფიქრობდით, რომ ვიღაცამ მოიტაცა ან რაღაც მსგავსი. დავაფიქსირე ჩვენებაშიც, რომ თავის მოკვლა ან მკვლელობა გამორიცხული რაღაცაა, მერე გარდაცვლილი რომ ვიპოვეთ სხვანაირად დავიწყე ფიქრი.5ჯერ ნამდვილად არ შემიცვლია, უბრალოდ გარემოებები იყო ისეთი, რომ სხვა და სხვა უწყება მკითხავდა და ყველას ჰქონდა სხვადასხვა კითხვები და სხვადასხვა კითხვებზე სხვადასხვა პასუხები იყო,” – აცხადებს დეა კაპანაძე.
დეა კაპანაძე იხსენებს, რომ მას რამდენიმე წლის წინ თამარ ბაჩალიაშვილი გამოუტყდა, რომ სკოლის პერიოდში სუიციდის მცდელობა რამდენჯერმე ჰქონდა:
“3 თუ 2 წლის წინ იყო, აივანზე ვიჯექით და ძალიან ბედნიერი ვიყავი იმით, რომ გამიმხილა ასეთი რაღაც და თავი ვიგრძენი, რომ მართლა ახლო მეგობარი ვიყავი მისთვის, რომ მითხრა აღარ ჩავეძიე, არ მინდოდა რომ გული მეტკინა და დამემძიმებინა, მითხრა რომ 2-ჯერ ჰქონდა სუიციდის მცდელობა,” – აღნიშნა დეა კაპანაძემ.
ბაჩალიაშილის საქმის ახალი ფიგურანტი: “თემური იყო ჩემი შვილის ცხოვრებაში… ბედნიერი ვიქნებოდი, ერთად რომ ყოფილიყვნენ”