დაკარგულ პროფესორ გიორგი გახელაძე სამართალდამცველები ისევ ინტენსიურად ეძებენ.
როგორც „ფორტუნას“ გახელაძის მეუღლემ, ირმა მალაციძემ განუცხადა, ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მას დაუკავშირდნენ და მიაწოდეს ცნობა, რომ მსგავსი გარეგონობის მამაკაცი ნახალოვკაში შენიშნეს:
თბილისში პროფესორ გიორგი გახელაძეს ეძებენ: „ეცვა ღია ფერის პერანგი და მუქი ფერის შარვალი, თან აქვს ზურგჩანთა… სტუდენტებთან სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა, მეც ვესაუბრე, მას შემდეგ ტელეფონი გათიშული აქვს…“
„თუ რაიმე ინფორმაცია გაქვთ, დამირეკეთ: 599311090", – წერს ირმა მალაციძე.
„ჯერ ისევ ვეძებთ. ახლახან დამირეკა ქალბატონმა და მითხრა, რომ ნახალოვკაში მსგავსი გარეგნობის მამაკაცს თვალი მოჰკრეს.
დაბნეულად იქცეოდაო, შეიძლება მეხსიერების დაქვეითება იყოს, ახლა მივდივართ, იქნებ რაიმე საიმედო გავიგოთ. პოლიცია მთელ ქალაქში ისევ ინტენსიურად ეძებს“. – უთხრა „ფორტუნას“ დაკარგულის მეუღლემ, ირმა მალაციძემ.