LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიუხედავად ომის სასტიკი ,,კანონებისა”, მსგავსი სიმძიმე, რაც კადრებში ჩანს, ძნელი წარმოსადგენია – საპატრიარქო ბუჩას ტრაგედიაზე

142
Untitled design

რუსი სამხედროების მიერ უკრაინის ქალაქ ბუჩაში ჩადენილ ქმედებებს საქართველოს საპატრიარქო განცხადებით ეხმიანება.

ბუჩაში 300-ზე მეტი ადამიანი მოკლეს: ვოლოდიმირ ზელენსკი

საპატრიარქო ბუჩას ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოხატავს და აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით მძიმეა მშვიდობიანი, უდანაშაულო მოსახლეობის მკვლელობის ხილვა:

“ვრცელდება უამრავი ვიდეო და ფოტომასალა უკრაინაში, ქ. ბუჩაში რუსეთის სამხედრო მოქმედებების ადგილიდან.

მიუხედავად ომის სასტიკი ,,კანონებისა”, მსგავსი სიმძიმე, რაც კადრებში ჩანს, ძნელი წარმოსადგენია. ყოველივე ამის ხილვამ შეუძლებელია, ადამიანი სრულად არ შეძრას.

გვინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ დიდი გულისტკივილი და მწუხარება იმ ტრაგედიის გამო, რაც უკრაინაში სამხედრო აგრესიის ვითარებაში ხდება, განსაკუთრებით მძიმეა მშვიდობიანი, უდანაშაულო მოსახლეობის მკვლელობის ხილვა.

თანაგრძნობას ვუცხადებთ მათ ოჯახებს, ახლობლებს და ვლოცულობთ მათთვის.

დაე, უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სულები, უკრაინასა და მთელ მსოფლიოს კი მომადლოს მშვიდობა!” – წერია საპატრიარქოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ის საშინელება რაც ვიხილეთ ბუჩაში, რუსი ოკუპანტების დანაშაულის აისბერგის მხოლოდ მწვერვალია: დმიტრი კულება

“ვინ მოაწყო ბუჩაში ხოცვა” – უკრაინის დაზვერვა რუსი სამხედროების სიას ასაჯაროებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g