LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მივდივართ თუ მოვდივართ – გაურკვეველი მოძრაობა ავტობანზე (ვიდეო)

47

მივდივართ თუ მოვდივართ – გზა, სადაც მძღოლმა საკუთარი ინტუიციით უნდა გამოიცნოს მოძრაობის მიმართულება. ქუთაისის შემოვლითი ავტობანი უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო, კიდევ ერთხელ მოხვდა ყურადღების ცენტრში.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ნათლად ჩანს,  რომ ცალმხრივმოძრაობიან გზაზე  ავტომობილები ორივე მიმართულებით მოძრაობენ.

„ფორტუნა“ ვიდეოს ავტორს, ვასო ურუშაძეს, ესაუბრა.

“დაახლოებით ქუთაისი-ზესტაფონის მონაკვეთზე,  მარცხენა ზოლში  დაშვებული მაღალი  სიჩქარით ვმოძრაობდით, მოულოდნელად საპირისპირო ზოლზე მომავალი ავტომობილი გამოჩნდა და ავტოსაგზაო შემთხვევას სწრაფი მანევრირებით გადავურჩით. შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ ეს არ იყო ერთეული შემთხვევა და საპირისპირო ზოლშიც მოძრაობდნენ ავტომანქანები. დავიწყეთ ვიდეოგადაღება, ანალოგიური ვითარება იყო  ავტობანის მეორე ზოლზე და  იქაც ორივე მიმარულებით  მოძრაობდა ტრანსპორტი. არანაირი მაფრთხილებელი ნიშანი, რომ გზა ორმხრივმოძრაობიანად  იყო გადაკეთებული, არ შეგვხვედრია. სიტუაციას არ არეგულირებდა არც საპატრულო პოლიცია,“ – უყვება „ფორტუნას“ ვიდეოს ავტორი. ვრცლად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები