LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მივიღე ბევრი მუქარა თუ შეურაცხყოფა .. არანაირ პროპაგანდას არ ვეწევი არც მე, არც მით უმეტეს მამაჩემი, თუმცა კატეგორიულად ვგმობ ჰომოფობიას“ – სოფო ჭყონია

256
სოფო

„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი სოფო ჭყონია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. „მაკდონალდს საქართველოს“ პრეზიდენტის თემურ ჭყონიას შვილი აცხადებს, რომ კომპანიის გარშემო აჟიოტაჟი ხელოვნურად არის ატეხილი. სოფო ჭყონია ამ განცხადებით ცნობილი ბრიტანელი მომღერლის ელტონ ჯონის შესახებ ბროშურის გავრცელებას ეხმაურება.

„მინდა გამოვეხმაურო ბოლო დღეებში ატეხილ და ახლაც მიმდინარე, დაუსრულებელ ამბავს რომელიც უკვე გაცდა „მაკდონალდსის“ თემას და პირდაპირ ეხება ჩემს ოჯახს. მივიღე ბევრი მუქარა თუ შეურაცხყოფა პირად თუ ღია სივრცეში. არ მაინტერესებს, ვინ დაგეგმა, რა დაგეგმა და რისთვის, თუმცა ყველაფერი ნათელია. არანაირ პროპაგანდას არ ვეწევი არც მე, არც მით უმეტეს მამაჩემი. თუმცა კატეგორიულად ვგმობ ჰომოფობიას და ადამიანის არჩევანის შეზღუდვის ან წართმევის უფლებას!!!!

დღესდღეობით, პროპაგანდა რუსული ვიცი მარტო, რომელმაც მოიცვა საქართველო.

სამწუხარო რეალობაში ვცხოვრობთ, როდესაც ბნელი ძალები და გაუნათლებლობა უფრო მეტია ვიდრე საღი აზრი! ქვეყანაში ბევრად უფრო მეტი პრობლემაა ვიდრე ეს შემოგდებული, ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟია და მცდელობა ყურადღების გადატანის იმ თემებიდან რომელიც ალბათ ყველაზე მეტად უნდა აწუხებდეს თითოეულ საქართველოს მოქალაქეს. იმედი მაქვს მალე ისეთ საქართველოში ვიცხოვრებთ, სადაც ყველაზე დიდი პრობლემა ან განხილვის თემა ელტონ ჯონის ქორწინება იქნება“, – აცხადებს სოფო ჭყონია.

საკითხთან დაკავშირებით განცხადება „მაკდონალდს საქართველომაც“ გაავრცელა.

„გვსურს მოვუწოდოთ ყველას, თავი შეიკავონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან“ – რა განცხადებას ავრცელებს „მაკდონალდს საქართველო“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g