LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მივიღეთ სტერილური პარლამენტი და გახლეჩილი საზოგადოება, ამ წნეხს ვერცერთი ხელისუფლება გაუძლებს” – რას შეცვლის მანდატებზე უარის თქმა

116
FORTUNA.GE (62)

„პარლამენტი ვერ გამოიყურება წელგამართულად. რბილად, რომ თქვათ, მივიღეთ სტერილური პარლამენტი, გაფორმდება აბსოლუტური ძალაუფლება და ძალიან უცნაური ვითარება შეიქმნა,”- ასე აფასებს “ფორტუნასთან” საუბარში ექსპერტი, გია ხუხაშვილი დღეს ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ რეალობას.

ხუხაშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში დღეს არსებული სურათით, “ქართულ ოცნებას” ფასადური დემოკრატიული ლიბრიც კი შემოეცალა.”

“გვსურს, პარლამენტის ყველა არჩეული წევრი პარლამენტში ვიხილოთ”-ნახევრად ცარიელი დარბაზი და ელჩი დეგნანი საქართველოს დროშის გამოსახულებიანი პირბადით

მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე “ოცნებაც” არასრულადაა წარმოდგენილი

“ამავდროულად, დღევანდელი პროცესები წყალგამყოფია. პარტიებს შეეძლოთ საარჩევნო რეფორმის არგუმენტით შესულიყვნენ პარლამენტში, მაგრამ ეს არგუმენტიც მოკვდა. აგიხსნით რატომ. ამ ტიპის საარჩევნო რეფორმას, რომელზეც აპელირებენ, სჭირდება მაღალი კვორუმი, რაც მათი საკანონმდებლო ორგანოში შესვლითაც შეუძლებელია”- აღნიშნა ხუხაშვილმა.

რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიერ დღეს ხელმოწერილ საჯარო დოკუმენტს და უარს მანდატებზე, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ამ სიმბოლური აქტით, პარლამენტის სტერილიზაციის პროცესი დასრულდა.

საჯარო ხელმოწერა: ოპოზიციის წევრები საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ

„მემორანდუმს სჭირდება პროცედურები. თუ პარტიული სიები მთლიანად ჩაიხსნა, ბუნებრივია, ამის უკან შემობრუნება შეუძლებელია და პარლამენტის სტერილიზაციის პროცესი, პრაქტიკულად დასრულებულია.

რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ხელს არ აწერენ მემორანდუმს, საკონსტიტუციო ცვლილებებს, 113 კაცი სჭირდება და შესაბამისად, ამ ადამიანების შესვლაც კი აზრს კარგავს პარლამენტის ნორმალური ფუნქციონირების კუთხით. ეს პარლამენტი უკვე არაფუნქციონალურია, შესაბისად, რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალია.”

ამასთან, ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ მოლაპარაკების სივრცე დღეს ძალიან დავიწროებულია.

“ორი საკითხის გარდა, არაფერზე ლაპარაკს აზრი არ აქვს. რიგგარეშე არჩევნები და ადმინისტრაციის ნაწილი, თუ ასეთი არჩევნები ჩატარდა, ანუ სხვა საკითხებზე მოლაპარაკებებმა აზრი დაკარგა. თუ ხელისუფელბა მზად არის ამაზე ილაპარაკოს, ამ რაუნდებს აზრი აქვს.

ჩვენ მივიღეთ გახლეჩილი საზოგადოება, ჩვენ ხომ მარტო პოლიტიკური კრიზისი არ გვაქვს ქვეყანაში, არის პანდემია, სოციალური რისკები, ამ დროს კი მივიღეთ სურათი, რომ საზოგადოება ურთიერთდაპირისპირებულია, ხელისუფლებას აქვს სუსტი ლეგიტიმაცია და არის ჩასაფრებული საზოგადოება, რომელიც არც ერთ შეცდომას ხელისუფლებას არ აპატიებს.

ვფიქრობ, ასეთ წყნეხს ვერცერთი ხელისუფლება ვერსად ვერ გაუძლებს. ჩვენ ვიქნებით მუდმივ არასტაბილურობაში, რაც ფატალურად დამთავრდება.” – განაცხადა გია ხუხაშვილმა რადიო “ფორტუნას” ეთერში.

საქართველოს ისტორიაში პირველად მმართველი გუნდის დეპუტატები დღეს აქტივისტებმა შენობაში “მონის” ძახილითა და საბჭოთა კავშირის სიმღერით შეაცილეს.

დეპუტატები პარლამენტში შეძახილების ფონზე შედიან: საკანონმდებლო ორგანოში მივიდა თამარ ჟვანიაც

სხდომის გახსნის პარალელურად, ოპოზიციურმა პარტიებმა მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვითაც, პარტიის ხელმძღვანელები ცესკოდან თავიანთ პარტიულ სიებს გამოითხოვენ და პოლიტიკოსები ინდივიდუალურად იტყვიან უარს თავიანთ მანდატებზე.

აქ და ახლა იწყება ახალი საქართველოს მშენებლობა: იმედს გამოვთქვამ, რომ ეს პარლამენტი შეივსება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g