საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელ, ხვიჩა კვარაცხელიას მიერ დღეს გამოქვეყნებულ ევროინტეგრაციის მხარდამჭერ პოსტს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მიხეილ ყაველაშვილი გამოეხმაურა.
„რა გინდა, რომ მითხრა – ხვიჩა კვარაცხელია მაგათ [აქციის მონაწილეებს] უჭერს მხარს? ეს არის მაგათი ხერხი? – რომ გამოვიდნენ და იყენებენ ამას [ფეხბურთელების პოსტებს]. ჩემს ხელში გაზრდილები არიან.
მივმართავ ხვიჩა კვარაცხელიას, იცის ჩემი აზრი, შენ ამ გულწრფელ სიტყვას, როცა იძახი, რომ ევროპაში მინდაო, ეს ნაძირალები გამოიყენებენ – მეთქი. [ხვიჩა კვარაცხელია] უნდა გაემიჯნოს, რომ მისი აზრი მათ არ გამოიყენონ”, – აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო
ცნობისათვის, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრებმა ევროინტეგრაციის მხარდამჭერი პოსტები საკუთარ სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნეს. აღნიშნულ ფეხბურთელებს შორის არიან: გიორგი მამარდაშვილი, ბუდუ ზივზივაძე, ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ჯაბა კანკავა, გიორგი აბურჯანია და გიორგი ქვილითაია.
„არა რუსეთს, საქართველოს გზა ევროპაშია“ – ბუდუ ზივზივაძე
„საქართველოს გზა და მომავალი მხოლოდ ევროპაზე გადის“ – გიორგი მამარდაშვილი
„საქართველო ევროკავშირში“ – გიორგი ჩაკვეტაძემ თავისი პოზიცია სოციალურ ქსელში დააფიქსირა