LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მივმართავ პარლამენტს, გაიმართოს საკომიტეტო მოსმენა, სადაც დაბარებული იქნებიან თურნავა, დავითაშვილი და პროტესტის მონაწილეები: სალომე სამადაშვილი

65
სალომე სამადაშვილი

დეპუტატი და ფრაქცია „ლელოს“ წევრი, სალომე სამადაშვილი ფიქრობს, რომ „ნამოხვანჰესთან“ დაკავშირებით სწორი იქნება, საკომიტეტო მოსმენა გაიმართოს, რომელსაც ეკონომიკის და გარემოს დაცვის მინისტრები, ასევე პროტესტის მონაწილეები დაესწრებიან. როგორც სალომე სამადაშვილმა განაცხადა, საკომიტეტო მოსმენის გამართვის მოთხოვნით, პარლამენტს ის, დღეს მიმართავს.

„მე მივიჩნევ და ამის შესახებ დღეს, პარლამენტს, ოფიციალურად მივმართავ, რომ ყველაზე სწორი გამოსავალი ამ ვითარებაში არის, პარლამენტის შესაბამისმა კომიტეტმა საკომიტეტო მოსმენა მოიწვიოს, სადაც დაბარებული იქნება როგორც ქალბატონი თურნავა, ასევე გარემოს დაცვის მინისტრი და ყველა დაინტერესებული მხარე, მათ შორის, ის ადამიანები, ვინც ამ თემასთან დაკავშირებით პროტესტს უკვე მრავალი დღეა მართავენ,” – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია სამუშაო ვითარებაში მოვისმინოთ პასუხები ყველა შეკითხვაზე, რაც ჰესის მშენებლობას, დადებულ კონტრაქტში გარემოს დაცვის სტანდარტების პატივისცემას და სხვა შეკითხვებს უკავშირდება.

„შეკითხვები არსებობს, მათ პასუხი ხელისუფლებამ უნდა გასცეს, ეს მათი ვალდებულებაა. მეჩვენება, რომ მსგავსი განხილვისთვის საპარლამენტო საკომიტეტო მოსმენა არის ყველაზე სწორი ფორმა, “– განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

magti 5g