LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას – სასწრაფოდ შეაჩერონ სოფელ გორაკას მახლობლად ოკუპანტების უკანონო ბორდერიზაციის პროცესი: ლანა გალდავა

58
ლანა გალდავა

“მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, სასწრაფოდ შეაჩერონ სოფელ გორაკას მახლობლად ოკუპანტების უკანონო ბორდერიზაციის პროცესი, საქმის კურსში ჩააყენონ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ამოქმედდეს ცხელი ხაზი და ყოველივე ეცნობოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს,” – ამის შესახებ პარტია “ლელო თავისუფლებისთვის” წევრმა, ლანა გალდავამ განაცხადა.

მისი თქმით, შიდა ქართლში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ გორაკას მახლობლად ოკუპანტის მიერ ბორდერიზაციის მოსამზადებელი სამუშაოები გრძელდება. როგორც გალდავამ თქვა, მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, ორკაპა ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ზონაში, საოკუპაციო-გამყოფი ხაზის მახლობლად ტყის მასივებში ხდება გზის გაჭრა, რომლითაც ზემოაღნიშნული მონაკვეთით ოკუპანტი დაუკავშირდება სხვილოს ციხის მხარეს და საოკუპაციო-გამყოფ ხაზს მიღმა მოხვდება შიდა ქართლის კიდევ უფრო მეტი ტერიტორია.

“მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, სასწრაფოდ შეაჩერონ ზემოაღნიშნული უკანონო პროცესი, საქმის კურსში ჩააყენონ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ამოქმედდეს ცხელი ხაზი და ყოველივე ეცნობოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს.

ქვეყანაში ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დამგეგმავი და პასუხისმგებელია ხელისუფლება, სწორედ მან უნდა შეაფასოს საფრთხეები და შეადგინოს დეოკუპაციის მიმართულებით სამოქმედო გეგმა. სამწუხაროდ, ქართულ მხარეს არ აქვს ჩამოყალიბებული ხედვა და სტრატეგია მასზედ, თუ როგორ უნდა შეამციროს რუსეთის გავლენები ქვეყანაში, ოკუპირებულ რეგიონებში და საოკუპაციო-გამყოფი ხაზების გასწვრივ მოსახლეობის ყოფა გახადოს უსაფრთხო“, – განაცხადა ლანა გალდავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები