LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მივმართავ „შემსრულებლებს“, ვინც დაკავებულია მტკიცებულებების ფალსიფიკაციით, კამერების ჩანაწერების წაშლით, გაყალბებით – ეს ხელისუფლება მუდმივად ვერ იქნება და უმკაცრესად აგებთ პასუხს – გოგაშვილის განცხადება

62
სოსო გოგაშვილი

სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი მორიგ განცხადებას ავრცელებს და ამჯერად იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც „მტკიცებულებების ფალსიფიკაციით, კამერების ჩანაწერების წაშლით, შეცვლითა და გაყალბებით არიან დაკავებულები“.

“მივმართავ იმ ადამიანებს ე.წ ,,შემსრულებლებს’’, ვინც ამჟამად დაკავებულია მტკიცებულებების ფალსიფიკაციით , კამერების ჩანაწერების წაშლით, შეცვლით, გაყალბებით – ეს ხელისუფლება მუდმივად ვერ იქნება და თითოეული თქვენგანი უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე. თქვენ ხართ ორმაგი დამნაშავეები, ერთი რომ აყალბებთ საქმეს და მეორე, ემსახურებით ოკუპანტებს. შეინარჩუნეთ ღირსება ოფიცრებო, ემსახურეთ საქართველოს და არა რაშისტულ ოცნებას, რომელიც ქვეყანას ანადგურებს”, – წერს გოგაშვილი.

ამის შემდეგ მორიგი მიმართვა გოგაშვილმა კიდევ ერთი განცხადებას აქვეყნებს და წერს, რომ მამხილებელ კამპანიას აგრძელებს, რათა “კოლაბორანტ და რუსეთის მორჩილ ხელისუფლებას ბოლომდე ჩამოვხსნა ნიღაბი”.

“მხდალ, ცრუპენტელა, ამორალურ და ,,ღირსეულ ადამიანებთან’’ პოლემიკაში შესვლით თავს არ დავიმცირებ, ეს ჩემი ძვირფასი დროის ფუჭი კარგვაა, რომელიც მთავარ მიზანს ამაცდენს. საფრთხეშია ქვეყნის ეროვნული და სახელმწიფო ინტერესები. მიტაცებული ხელისუფლება, მოპარული არჩევნები, ებრძვიან ქართულ ეკლესიას და საკუთრებაში აქვთ სახელმწიფო ინსტიტუტები. რუსულ-ქოცური ვიწრო პარტიული ინტერესების წინ დაყენება და თანამდებობის შენარჩუნება მონებისთვის მთავარია. ჩემთვის ეს ქვეყნის ღალატის ტოლფასია. კანონმორჩილ მოქალაქეს პირდაპირ ავალდებულებს კონსტიტუცია და კანონი, რომ ოკუპანტს შეებრძოლოს ნებისმიერი მეთოდებით, ამხილოს რუსული აგენტურა და მიტაცებულ ხელისუფლებას ჩამოაშოროს. მე გავაგრძელებ მამხილებელ კამპანიას, რათა კოლაბორანტ და რუსეთის მორჩილ ხელისუფლებას ბოლომდე ჩამოვხსნა ნიღაბი. შემდეგ ხალხმა გადაწყვიტოს.
ვემსახურები საქართველოს !”- აღნიშნავს პატიმრობაში მყოფი ყოფილი მაღალჩინოსანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g