LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მივმართავთ ივანიშვილს, აღარ გადააგდო მოსახლეობა – უმრავლესობის სხდომა განგაშის სიგნალის ფონზე

157
75439535-539338150197623-1662999186548719616-n

“ქართული ოცნების” ოფისში ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით მიმდინარე უმრავლესობის სხდომა განგაშის სიგნალის ფონზე მიმდინარეობს.

სამოქალაქო აქტივისტები ქვეყნის სამსახურში ამ წუთებში საპროტესტო აქციას მართავენ და მმართველ პარტიას ხუთი თვის წინ გაცემული პირობის შესრულებას სთხოვენ.

დეპუტატები რომლებიც დღეს პროპორციულ სისტემას ხმას არ მისცემენ (ვიდეო)

კიდევ ერთი შეხვედრა კენჭისყრამდე "ქართული ოცნების" ლიდერთან.

20-21 ივნისის აქციების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” გასცეს დაპირება, რომ პროპორციული სისტემით არჩევნებს, ნაცვლად 2024 წლისა, 2020 წელს ჩაატარებდნენ.

აქტივისტი გიგა მაქარაშვილი პროექტის ჩავარდნის შემთხვევაში, პერმანენტულ საპროტესტო აქციებს აანონსებს.

,,ისეთი ჭექა-ქუხილი დაგატყდებათ გაქცევასაც ვეღარ მოასწრებთ”- აცხადებენ აქტივისტები.

საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია რამდენიმე დეპუტატი, რომელიც დღეს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარს არ დაუჭერს.

ირაკლი შიოლაშვილი: მგონი ვაწყენინე ბატონ ბიძინას

პარლამენტარი დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ იმავე აზრზე რჩება და არ აპირებს, მხარი დაუჭიროს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. დეპუტატი აცხადებს, რომ მისი თანამოაზრეები “საკმაოდ ბევრნი” არიან და კენჭისყრის პროცესი დღეს უნდა დასრულდეს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ ყაველაშვილი კი ამომბს, რომ ის პროპორციული საარჩევნო სისტემის მომხრეა, თუმცა,  პროექტი გარკვეულ რისკებს შეიცავს. მისივე განმარტებით, რისკები უკავშირდება იმას, რომ შესაძლოა აღნიშნულ სისტემაზე გადასვლამ “ნაციონალური მოძრაობა” გააძლიეროს.

ყაველაშვილის განცხადებით, უმრავლესობის გუშინდელ შეხვედრაზე კითხვებზე დამაჯერებელი პასუხები ვერ მიიღო. ის აქვე ამბობს, რომ დღეს კიდევ აქვს საშუალება, კითხვებზე პასუხი მიიღოს და კენჭისყრამდე დაფიქრდეს.

 

magti 5g