LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მივუსამძიმრებ, რომ ასეთები გაზარდეს..“ – თამრიკო ჭოხონელიძის მიმართვა სპეცრაზმელების დედებს

410
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (7)

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება პარლამენტთან ათასობით ადამიანმა გააპროტესტა.

მათ დასაშლელად შსს-მ რამდენჯერმე გამოიყენა სპეციალური საშუალებები, მათ შორის წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი. დაშავდა ათობით ადამიანი.

„აქ სხედან ქვეყნის გამყიდველი მონები“ – რა ვითარებაა პარლამენტთან

წუხელ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 66 პირი დააკავა.

მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე საკანონმდებლო ორგანოს წინ განვითარებულ მოვლენებს „ფორმულას“ ეთერში ემოციურად გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არის სა­ში­ნე­ლი შე­უ­რა­ცხყო­ფა, როცა ქარ­თვე­ლის ხე­ლით ხდე­ბა დარ­ბე­ვა.

„მე ვე­რა­ნა­ი­რად ვერ ვე­ტყვი სა­ნუ­გე­შო სი­ტყვებს იმ ბი­ჭე­ბის დე­დებს, რომ­ლე­ბიც მზად არი­ან გა­და­უ­ა­რონ თა­ვი­სი­ვე სის­ხლსა და ხორცს. მი­ვუ­სამ­ძიმ­რებ, რომ ასე­თე­ბი გა­ზარ­დეს. იქ­ნებ გონს მო­უყ­ვა­ნოთ, დე­დე­ბი არ ხართ? ცო­ლე­ბი არ ხართ? ქა­ლე­ბი არ ხართ ოჯახ­ში?

ახლა ხომ უს­მენთ ტე­ლე­არ­ხებს რა ხდე­ბა? იმას მა­ინც უყუ­რეთ, და გა­ი­გეთ, დაინტერესდით, ჩემს შვილს რამე ხომ არ და­ე­მარ­თაო? რამე უთხა­რით შვი­ლებს, სი­ძე­ებს თუ ვინ არი­ან ეს კა­ცე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თარ დებს, ძმებს ხო­ცა­ვენ. ძა­ლი­ან დიდი ბო­დი­ში აღელ­ვე­ბუ­ლი ტო­ნის­თვის, მაგ­რამ სა­ში­ნელ გვე­ლე­შა­პის ყბა­ში გვაგ­დე­ბენ“, – აღ­ნიშ­ნა თამრიკო ჭოხონელიძემ.

 

 

თამრიკო ჭოხონელიძის მიმართვა სპეცრაზმელების დედებს

თამრიკო ჭოხონელიძის მიმართვა სპეცრაზმელების დედებს

Posted by Formula • ფორმულა on Tuesday, 7 March 2023

 

 

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება პარლამენტთან ათასობით ადამიანმა გააპროტესტა.

მათ დასაშლელად შსს-მ რამდენჯერმე გამოიყენა სპეციალური საშუალებები, მათ შორის წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი. დაშავდა ათობით ადამიანი.

ევროპარლამენტარი: ევროკავშირის დროშის მამაცურად ფრიალი, საქართველოს ხელისუფლებამ მინიშნებად უნდა მიიღოს

„ამ ქვეყნის მომავალი დგას საფრთხის წინაზე…“ – კახა კინწურაშვილი

„მახსენებს უკრაინაში მაიდანის დროს“ – ვიოლა ფონ კრამონი თბილისის აქციაზე

„მეზიზღება ყველა კანონი, ნებისმიერი ქმედება, რომელიც ოდნავ მაინც შეაფერხებს ქვეყანას ევროპისაკენ მიმავალ გზაზე – პარლამენტის ფანჯარაში გადმოყუდებული წითელკურტკიანი ჩემი შვილია კამერით“ – ავთო ვარსიმაშვილი