LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მიწაზე დაგვყარეს, 7 პოლიციელი გვირტყამდა წიხლებს თავში და გვერდებში, ჩემი მეგობარი შეტენეს მანქანაში და მე თავად მათმა უფროსმა მომკიდა თმებში ხელი, წიხლით შემტენა მანქანაში“ – მზარეული თინა ვაშაკიძე ჭავჭავაძეზე დაკავების დეტალებზე

317
თინა ვაშაკიძე

გუშინ, სამხედრო ბლოგერის, უჩა აბაშიძის დაკავების შემდეგ გამართულ მსვლელობაზე, რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარეობდა, სამართალდამცველებმა სამოქალაქო აქტივისტები დააკავეს.

აღნიშნული ფაქტის შესახებ სოციალურ ქსელში მზარული და სამოქალაქო აქტივისტი, თინა ვაშაკიძე წერს და ამბობს, რომ დაკავებულებს შორის თავადაც იყო.

თინა ვაშაკიძე იხსენებს, როგორ ექცეოდნენ მას და მის მეგობრებს სამართალდამცველები დაკავებისას და წერს:

ნანკა კალატოზიშვილი: „ნაცებს“ გვეძახიან და ამ დროს ხარება, მურუსიძე ჰყავთ გვერდით, ბექა ოდიშარია სააკაშვილის სადღეგრძელოებს მაგიდაზე ასული­ სვამდა, კახა კალაძე 7 ნოემბრის მერე მიშას გვერდზე ედგა. ახლა მიტრიალდებიან და მეუბნებიან, ვიღაცის გვერდით ქუჩაში ნუ დგახარო?“

„თუ ამ კანონს იმისთვის ვიღებთ, რომ უცხო ქვეყნის გავლენა არ დომინანტობდეს ქვეყანაში, განსაკუთრებით, ლობისტურად, მაშინ დღევანდელი მოქმედი მტერი ჩაწერონ – რუსეთი და ყველა ის ქვეყანა, რომელიც ჩემი ქვეყნის მთლიანობას არ აღიარებს.“

„მოკლედ, ასეთი ამბავი იყო, ჭავჭავაძეზე წაიქცა ასაკოვანი კაცი და მე და ჩემი მეგობარი მივედით ასაყენებლად, წაიქცა რა, პოლიციამ წააქცია, როგორც კი დავიხარეთ, ეგრევე წაგვაქციეს, მიწაზე დაგვყარეს და 7 პოლიციელი გვირტყამდა წიხლებს თავში და გვერდებში, ჩემი მეგობარი შეტენეს მანქანაში და მე თავად მათმა უფროსმა მომკიდა თმებში ხელი და წიხლით შემტენა მანქანაში.

პოლიციამ ჭავჭავაძის გამზირზე მსვლელობის მონაწილეები დააკავა

მანქანაში და განყოფილებაში აღარ ვუცემივართ. მოვითხოვე ექიმი, სასწრაფო, არაფერი, რომ ნახეს ბევრს ვლაპარაკობდი, იქიდანაც გამომაგდეს ეგრევე, დამჯდარი ტელეფონით და უფულოდ. გადაგვიყვანეს შსს-ში აეროპორტის გზაზე“. – წერს Facebook-ზე თინა ვაშაკიძე.

კალაძე: ყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან, ძალიან ფრთხილად იყვნენ – მინდა, მივმართო ახალგაზრდებს, დღეს შეიძლება, რაღაცაში ვერ ერკვეოდეთ, არ გქონდეთ სრული ინფორმაცია, დაფიქრდით, მეგობრებო, გააკეთეთ ანალიზი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g