LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიწების გამოსყიდვა მარტივდება: მთავრობა მოიჯარეებს ახალ შეღავათს სთავაზობს

94
ipiccy-image

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ხელისუფლება მოიჯარეებს ახალ შეღავათს სთავაზობს. როგორც ნათია თურნავა ამბობს, მიზანი სასოფლო-სამეურნეო მიწის ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

„იმისთვის, რომ გავზარდოთ სასოფლო-სამეურნეო მიწის ხელმისაწვდომობა და საშუალება მივცეთ მოიჯარეებს, უფრო ეფექტიანად გამოიყენონ საკუთარი უფლება და პირდაპირი წესით შეიძინონ მიწები, გადავწყვიტეთ, რომ ამიერიდან, შესაძლებელი იქნება ამის გაკეთება 25%-იანი ფასდაკლებით. სამხარაულის ბიუროს მიერ შეფასებული ფასიდან იქნება 25%-იანი „დისქაუთი“, რომლითაც მოიჯარეები ისარგებლებენ“, – განმარტა მინისტრმა.

მისივე თქმით, 2 ათასამდე ასეთი მოიჯარეა საქართველოში, საკმაოდ დიდ ფართობებზეა საუბარი.

„ეს ადამიანები წლებია, ამ მიწებს ამუშავებენ. ეს გადაწყვეტილება მათთვის უფრო ხელმისაწვდომს გახდის მიწების გამოსყიდვას. ეს გადაწყვეტილება უფრო გაზრდის კერძო ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g