LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიწისძვრიდან 178 საათის შემდეგ, თურქეთში მაშველებმა 4 წლის გოგონა გადაარჩინეს

217
Untitled design (2)

თურქეთსა და სირიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრიდან 178 საათის შემდეგ, მაშველებმა ნანგრევებიდან 4 წლის გოგონა ცოცხალი ამოიყვანეს.

მიწისძვრიდან დღეს ერთი კვირა გავიდა. 7 დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სპეცოპერაცია.

განახლებული მონაცემებით, დღეს მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა, ჯამში, 36 000-ს გადააჭარბა. 

ბოლო ცნობებით, მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი თურქეთში 31 643-ია, სირიაში კი 4 614.

დღეს მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილი კიდევ რამდენიმე ადამიანის გადარჩენა შეძლეს. 

ცოტა ხნის წინ, ჰათაიში, მიწისძვრიდან 175 საათის შემდეგ, მაშველებმა ნანგრევებიდან ქალიც ამოიყვანეს.

ცნობისათვის, თურქეთსა და სირიაში პირველი დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს, გამთენიისას მოხდა. მას შემდეგ ძლიერი მიწისძვრა კიდევ რამდენჯერმე განმეორდა. 

ბოლო ცნობებით, 6 თებერვალს მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას უკვე საქართველოს 5 მოქალაქე ემსხვერპლა.

თურქეთში მიწისძვრის შედეგად ჩამონგრეული შენობების მშენებლობასთან დაკავშირებით 113 პირის დაკავების ორდერი გაიცა

მიწისძვრების შედეგად თურქეთის ზარალმა 84 მილიარდ დოლარს გადააჭარბა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g