მიწისძვრების შედეგად თურქეთის ზარალმა 84 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ბლუმბერგი” აქვეყნებს.
მისივე ცნობით, ეს რიცხვი მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 10%-ს ნიშნავს.
გამოცემა წერს, რომ შრომის ზარალი თურქეთის ეკონომიკას 2,9 მილიარდი დოლარი დაუჯდება.
დამანგრეველმა მიწისძვრებმა დააზარალა 10 პროვინცია და 13,5 მილიონი ადამიანი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით და მეზობელ სირიაში.
პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მთავრობა საცხოვრებელი სახლების მშენებლობას ერთი წლის განმავლობაში დაასრულებს და დასაწყისისთვის ამ მიზნით, დაახლოებით 100 მილიარდი ლირა (5,3 მილიარდი დოლარი) გამოიყო.
შეგახსენებთ, რომ თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 33 000-ს გადააჭარბა.
სელჩუკ ბაირაქტარმა მიწისძვრის შედეგად დანგრეული ქაჰრამანმარაშის მოსახლეობას 1 000 ბინა აჩუქა
უცნობმა ადამიანმა მიწისძვრის მსხვერპლთა დასახმარებლად 30 მილიონი დოლარი გაიღო: CNN