თურქული ტექნოლოგიური კომპანია Baykar-ის ტექნოლოგიის მთავარმა ოფიცერმა და თურქეთის პირველი ადგილობრივი და ოპერატიული უპილოტო საფრენი აპარატების არქიტექტორმა, სელჩუკ ბაირაქტარმა თურქეთში, დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად განადგურებული ქალაქის, ქაჰრამანმარაშის მოსახლეობას 1 000 ბინა აჩუქა.
აღნიშნულის შესახებ მან „ტელეგრამზე” გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 33 000-ს გადააჭარბა.
უცნობმა ადამიანმა მიწისძვრის მსხვერპლთა დასახმარებლად 30 მილიონი დოლარი გაიღო: CNN