LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიწისქვეშ ორი ტონა მარიხუანა და 20 კილოგრამი კოკაინი აღმოაჩინეს – რეიდი მექსიკაში

123
download

მექსიკის ერთ-ერთ კრიმინალურ უბანში  რეიდი მოეწყო. სამართალდამცავებმა ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკულ საშუალებებს მიწისქვეშ მიაგნეს.
ამოღებულია ორი ტონა მარიხუანა, 20 კილოგრამი კოკაინი, დიდი რაოდენობით ფული და იარაღიც.

გარდა ამისა, ქვეყნის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მდივანი, ომარ გარსია ამბობს, რომ ადგილზე მიაკვლიეს ლაბორატორიას, სადაც სინთეტიკურ ნარკოტიკსაც აწარმოებდნენ. ნარკობიზნესის საქმეზე 31 პირია დაკავებული.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, მექსიკის სამართალდამცველებმა ცნობილი ნარკობარონის „ელ ჩაპოს“ შვილი ოვიდიო სპეცოპერაციის შედეგად ქალაქ კულიაკანში დააკავეს, მაგრამ მალევე ნარკომოვაჭრეებმა პოლიციის ძალებს ალყა შემოარტყეს და ქალაქზე კონტროლი დაამყარეს. სამართალდამცველებისა და ნარკოკარტელის წარმომადგენელთა დაპირისპირების შედეგად გარდაიცვალა 8 და დაშავდა 16 ადამიანი.

შეგახსენებთ, რომ ივლისში მექსიკელ ნარკობარონს, ხუაკინ გუზმანს, ასევე ცნობილს მეტსახელით “ელ ჩაპო”, ნიუ იორკის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g