„რადიო დუეტს” მომღერალი სოფო ბუთურიშვილი ახალი, სადებიუტო სიმღერის პრემიერით სტუმრობდა. „მიყვარხარ სიყვარულზე მეტად” ასეთია ახალი ნამუშევრის სახელწოდება, რომლის ავტორი ცირა ბზიშვილია.
როგორ დაიწყო ამ სიმღერის „მიყვარხარ სიყვარულზე მეტად” ისტორია?
ცხრაწლიანი პაუზა მქონდა და დადგა მომენტი, როდესაც მომინდა ყველაფრის შეცვლა. მივაკითხე უნიჭიერეს ადამიანს ცირა ბზიშვილს, ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ იმდენად მჯეროდა ცირასი, რომ დარწმუნებული ვიყავი კარგად შეფუთავდა და მგონია, რომ ასეც გამოვიდა.