LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მხარდაჭერა ეკა ბესელიას: პარლამენტთან აქცია გაიმართა

188
page

პარლამენტის შენობასთან ეკა ბესელიას მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

სამოქალაქო აქტივისტებმა ბესელიას სოლიდარობა გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოუცხადეს. 

ქალთა მოძრაობამ ბესელიას მხარდაჭერად პარლამენტთან აქცია დაგეგმა

"დღემდე, როგორც საჯარო, ისე პირად სფეროებში, ქალების შერცხვენის მთავარი იარაღი მათივე სექსუალობაა"

ბანერებზე და სტიკერებზე, რომლებიც მათ ჰქონდათ, დეპუტატის მხარდასაჭერი სლოგანები იყო: „სოლიდარობა ეკა ბესელიას”, „არა ფსიქოლოგიურ ტერორს“.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ ეკა ბესელია არის დანაშაულის მსხვერპლი და ამაში მის მიმართ სოლიდარულია. ამის შესახებ თამარ ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„რამდენიმე წინადადება გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით:

1.პირადი ცხოვრების კადრებით ადამიანის განადგურების მცდელობა არის უმძიმესი დანაშაული. ეკა ბესელია არის ასეთი დანაშაულის მსხვერპლი და ამაში მე მის მიმართ ვარ სოლიდარული. მიუღებელია ასეთი დანაშაულის მსხვეპლთან ქილიკით, ირიბი მინიშნებებით თუ წამოძახილებით საუბარი და მიუხედავად იმისა, რომ არც ფიზიკური შეხლა-შემოხლაა ჩემთვის მოსაწონი, მესიმის მსხვერპლს ნერვებმა როდის შეიძლება უმტყუნოს. 

"კარგად მოხვდა" - ბესელიას პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც ზარდიაშვილს დაარტყა [ვიდეო]

ის რომ ზარდიაშვილი დღეს "ქართული ოცნების" სახელით ლაპარაკობს, ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობაა.

  1. ცალკე საკითხია მოსამართლეების დანიშვნის თემა. ჯერ კიდევ დეკემბერში და მას შემდეგ უამრავ შეხვედრაზე ვარ ნამყოფი, სადაც ეს თემები იხილებოდა, ამ შეხვედრებს ბიძინა ივანიშვილთან ერთად უმრავლესობის სხვადასხვა წევრები ესწრებოდნენ. ყველა შეხვედრაზე ჩემი პოზიცია იყო უცვლელი. ჩემთვის, ისევე როგორც, ჩემი მრავალი კოლეგისთვის მიუღებელი იყო მოსამართლეების ისე დანიშვნა, როგორც ეს საბჭომ დეკემბერში მოინდომა. უმრავლესობის არაერთი წევრი იყო დეკემბერში წარმოდგენილი სიის კენჭისყრაზე გატანის წინააღმდეგი (ამას ათეულობით მოწმე ჰყავს, ყველა მათგანს შეუძლია დაადასტუროს) და ის რომ სია ჩავარდა, ამ ერთიანი პოზიციის დამსახურებაა და არა რომელიმე ერთი ადამიანის.
  2. ერთ-ერთ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილთან ვიყავით მე და ეკა ბესელია. ჩვენ ორივე სიის დამტკიცების წინააღმდეგი ვიყავით, თუმცა განსხვავებული არგუმენტებით. ეკა ბესელია ფიქრობდა, რომ საბჭოს კანდიდატები კომიტეტთან წინასწარ უნდა შეეთანხმებინა. მე ამას არ ვიზიარებდი და ვფიქრობდი, რომ მოსამართლეების შერჩევის და დანიშვნის პროცესი ღია, გამჭვირვალე, ხანგრძლივი და რთული პროცესი უნდა ყოფილიყო, სადაც საზოგადოებას პროცესის ყველა წვრილმანი ეცოდინებოდა. ჩემი პოზიცია გასაგები და მისაღები იყო ბიძინა ივანიშვილისთვისაც და დღეს ჩვენ გავდივართ ურთულეს პროცესს, სადაც საზოგადოება ყველა დეტალს თვალს ადევნებს. რაც შეეხება დანარჩენს, დახურული შეხვედრის და ორი ადამიანის საუბრის საჯაროდ მოყოლა ჩემი საქმე არაა, თუ საჭიროდ ჩათვლიან თავად ისაუბრებენ.

ჩემი პოზიცია რჩება უცვლელი, მოსამართლის უვადოდ დანიშვნა უდიდესი პასუხისმგებლობაა ქვეყნის, საზოგადოების და ჩემი 9 წლის შვილის წინაშე. ის რომ 20 კანდიდატი გადის გასაუბრებას (პირველად ხდება ქვეყანაში მოსამართლეების ასეთი ღია პროცესით შერჩევა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მგონია), არ ნიშნავს, რომ ყველა მათგანი ჩემს ხმას მიიღებს.  

ინგა გრიგოლია: „ეგრე უნდა აარტყა ყველა კაცს, რომელიც მორალზე დაგიწყებს ღლიცინს...“

ინგა გრიგოლია ეკა ბესელიას მხარდასაჭერ პოსტს აქვეყნებს და წერს

კონკრეტულ კანდიდატთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას თავად მივიღებ ღია განხილვისას მათ შესახებ შექმნილი შთაბეჭდილების მიხედვით. ამ თემაზე და განსაკუთრებით ძველი შეხვედრების გარჩევაზე მეტ ლაპარაკს არ ვაპირებ. ჩემი პოზიცია ნათლად ვთქვი და ამით დავასრულე. სანამ პოლიტიკოსების უდიდესი ნაწილი ერთმანეთის ლანღვა-გინებითაა დაკავებული ვინმემ საქმეც უნდა აკეთოს და მე საქმის კეთებაში მირჩევნია დროის დახარჯვა,“- წერს თამარ ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ვიდრე „ქართულ ოცნებას“ დატოვებდა, ის თამარ ჩუგოშვილთან ერთად შეხვდა ბიძინა ივანიშვილს და მაშინ პირველ ვიცე-სპიკერსაც პრინციპული პოზიცია ჰქონდა.

შეგახსენებთ, 26 სექტემბერს პარლამენტში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ მირანდა ერემაძესთან გასაუბრების დროს ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილს ხელი გაარტყა.

დაპირისპირების მიზეზი ზარდიაშვილის მხრიდან ბესელიას მიმართ მორალთან დაკავშირებით, გამოთქმული რეპლიკა გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები