ნიუ-იორკში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში პაციენტების რიცხვი მნიშვნელოვნად მცირდება. ეს განცხადება ნიუ-იორკის გუბერნატორმა გააკეთა. ენდრიუ კუომოს თქმით, პანდემიის კონტროლი უკვე შესაძლებელია, ამის თქმის საფუძველს კი იძლევა ის, რომ “ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა რიცხვი 8 ათასამდე შემცირდა, რაც მარტის შემდეგ არაჩვეულებრივი მოცემულობაა.”
1,2 მილიონი შემთხვევიდან 77 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა აშშ-ში, ნიუ – იორკში 330 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა და ვირუსს 26 243 ადამიანი ემსხვერპლა. ჩვენ მხეცი არ მოგვიკლავს, მაგრამ წინ წავიწიეთ, მისი კონტროლი უკვე შეგვიძლია, მცირდება ინფიცირების შემთხვევებიც,” -აცხადებს ნიუ-იორკის გუბერნატორი ენდრიუ კუომო.