LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მხედველობის აღდგენა თვალის წვეთებით“ – რა კვლევას აქვეყნებს ფლორიდის მეცნიერთა გუნდი

152
თვალის წვეთები

ფლორიდის უნივერსიტეტის მეცნიერთა გუნდი სწავლობს თვალის წვეთებით სიბრმავის განკურნების შესაძლებლობას ცხენებში, საბოლოოდ კი ამ მკურნალობის გამოყენებას ადამიანებზე გეგმავს“, – ინფორმაციას ამის შესახებ VICE ავრცელებს.

ფლორიდის უნივერსიტეტის სასურსათო და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები, აღწერენ თვალის წვეთებს – მედიკამენტს, რომელიც მიზნად ისახავს უვეიტის მკურნალობას, რომელიც ცხენებში სიბრმავის მთავარი მიზეზია.

ვიდეო: ცხვირის სპრეი დეპრესიის წინააღმდეგ – FDA-მ ინოვაციური თერაპიის ნებართვა გასცა

სპეციალისტების თქმით, მძიმე დეპრესიული აშლილობა რთული გამოსავლენია და ხშირად ამ დაავადების სტანდარტული მკურნალობა ეფექტური არ არის.

უვეიტი, რომელიც თვალის პიგმენტირებული, შუა ანუ სისხლძარღვოვანი გარსის ნებისმიერი ნაწილის ანთებაა, მეცნიერთა თქმით, ყოველწლიურად ამერიკაში სიბრმავის ახალ შემთხვევათა დაახლოებით 10%-ს იწვევს.

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებში თვალის ტრავმები და ასაკთან დაკავშირებული თვალის დაავადებები აღინიშნება სიბრმავის ძირითადი მიზეზებად, აღნიშნული დაავადება ყოველწლიურად დაახლოებით 30 000 ადამიანს აწუხებს.

ფლორიდელი მეცნიერების მიზანი პრევენციაა, რომ შესაძლებელი გახდეს უვეიტის ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა და შესაბამისად სიბრმავის პრევენცია.

აღნიშნული თვალის წვეთები კი შეძლებენ შეაჩერონ ანთება, რაც მხედველობის დაკარგვის ძირითადი გამომწვევი მიზეზია.

პროთეზის და იმპლანტანტის ალტერნატივა: იაპონელი მეცნიერები ცდიან ინოვაციურ წამალს კბილების რეგენერაციისთვის – რა ეტაპზეა „ახალი კბილების გაზრდის იდეა“

Toregem Biopharma აწარმოებს მსოფლიოში პირველ კლინიკურ კვლევებს წამლისთვის, რომელიც შექმნილია კბილების აღსადგენად.

კვლევა ამ დროისთვის საწყის ეტაპზეა, მაგრამ თუ მეცნიერები დაადგენენ, რომ მედიკამენტი დადებით გავლენას მოახდენს ცხენების მხედველობაზე, მაშინ ის შეიძლება ადამიანებზე იქნას გამოყენებული.

მეცნიერებმა არაერთხელ სცადეს მსგავსი თვალის წვეთების შექმნა, თუმცა უშედეგოდ. ფლორიდელმა მეცნიერებმა კი ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სინთეზური პეპტიდი გამოიყენეს. რომელიც ვაქცინებში და სხვადასხვა მედიკამენტებში გამოიყენება, მათი ეფექტურობის გაზრდის მიზნით.

Sci Tech Daily: მეცნიერებმა დაუნის სინდრომის მქონე პირებში დამატებითი ქრომოსომის გაქრობის გზას მიაგნეს

მეცნიერების თქმით, კვლევა დამაიმედებელია, თუმცა ჯერ არ არის მზად ცოცხალ ორგანიზმებში გამოსაცდელად.

საწყის ეტაპზე, წვეთების გამოყენების შემდეგ ცხენებმა აჩვენეს გაუმჯობესებული მხედველობის ნიშნები.

კვლევის ავტორების თქმით, საბოლოოდ კვლევის შედეგად წარმატებულ შედეგს ელოდებიან, რათა მოგვიანებით ადამიანებისთვისაც გახდეს შესაძლებელი უსინათლობის დაძლევა.

Researchers at the University of Florida are looking into the possibility of curing blindness with eye drops.

Posted by VICE on სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g