LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მხოლოდ ეფექტურ ვაქცინას შეუძლია კორონავირუსის გავრცელების სრულად შეჩერება: ჯანმოს დირექტორი

209
BeFunky-collage

მხოლოდ ეფექტიან ვაქცინას შეუძლია კორონავირუსის ჯაჭვის სრული გაწყვეტა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„საბოლოო ჯამში, უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინის შექმნა იქნება საჭირო, რათა სრულად შეწყდეს დაავადების გავრცელება“, – განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტმა თქვა, რომ „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ოთხი სხვადასხვა პრეპარატისა და ამ პრეპარატების კომბინაციების ცდის პროცედურა იწყება. გებრეისუსის პროგნოზით, მსოფლიოს ახალი კორონავირუსის ვაქცინამდე 12-18 თვე აშორებს, ამიტომ, ახლა საერთაშორისო თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არეალი კვლევები და განვითარებაა.

BBC-ის ინფორმაციით, ექსპერტების უმეტესობის შეფასებით, ვაქცინის მასობრივი წარმოება მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში, ვერ მოხერხდება.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 2 მილიონს უახლოვდება. დღე-ღამის განმავლობაში იტალიაში გარდაცვალების 566 და ინფიცირების 3 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, შედეგად ქვეყანაში COVID-19-ით დაღუპულთა რიცხვმა 20 ათასს გადააჭარბა.

მონაცემები მატულობს საფრანგეთში, ესპანეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებშიც. საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საკარანტინო რეჟიმი 11 მაისამდე გახანგრძლივდა.

კორონავირუსით ყველაზე მეტი გარდაცვლილი და ინფიცირებული ჰყავს შეერთებულ შტატებს.

იხილეთ დღის სხვა სიახლეები:

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 23 ათასს აჭარბებს

ცოტა მეტად გავიჭირვოთ…რაც უფრო მკაცრად დავიცავთ რეკომენდაციებს, პიკს მით უფრო ჩქარა გავივლით: ცერცვაძე

თბილისის მედიცინის ინსტიტუტის კიდევ ოთხ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

 

magti 5g