წონაში დაკლების მსურველებს ექიმი, ნატა გაგუა 5 რჩევას უზიარებს.
ცნობილი ექიმი ამბობს, რომ „ჯანსაღი სხეულისთვის მხოლოდ მკაცრი დიეტები და დამღლელი ვარჯიშები არ არის საჭირო“.
მისი თქმით, არსებობს მარტივი ხრიკები, რომელიც საუკეთესო შედეგს იძლევა:
„ასეთ დროს ადამიანთა უმეტესობა სიმშვიდეს საკვებში პოულობს… ეს მარტივი ჩვევები ძალიან დაგეხმარებათ უმართავი მადის მართვაში…“ – როგორ ვმართოთ მადა და წონა: რას ამბობს ნუტრიციოლოგი, ნატა გაგუა
ნუტრიციოლოგი, ნატა გაგუა საზოგადოებას რჩევას უზიარებს.
„5 რჩევა წონაში დაკლების მსურველებს!
ფიქრობთ, რომ ჯანსაღი სხეულისთვის მხოლოდ მკაცრი დიეტები და დამღლელი ვარჯიშებია საჭირო? სულაც არა! ზოგჯერ მარტივი ხრიკები საუკეთესო შედეგს იძლევა.
„ერთი ჭიქა წყლის“ წესი
დალიეთ ერთი ჭიქა წყალი ჭამამდე 20-30 წუთით ადრე. მიირთმევთ ზუსტად იმდენს, რამდენიც თქვენს ორგანიზმს სჭირდება და არა თვალებს.
„პატარა თეფშის“ მაგია
ფსიქოლოგიური ხრიკი, რომელიც ჩვენს ტვინს ატყუებს. პატარა თეფშზე სტანდარტული ულუფა უზარმაზარი ჩანს, რაც ჭამის დაწყებამდე დანაყრების შეგრძნებას ქმნის.
ძილი
ძილის ნაკლებობა ზრდის შიმშილის ჰორმონის (გრელინის) დონეს და ამცირებს დანაყრების ჰორმონის (ლეპტინის) დონეს. დასკვნა: თუ გსურთ ნაკლები ჭამოთ — უბრალოდ კარგად გამოიძინეთ! 7-8 საათი — თქვენი ნორმაა.
დღის ცილოვანი დასაწყისი
ცილებით მდიდარი საუზმე (კვერცხი, ხაჭო, ბერძნული იოგურტი, გაწურული მაწონი) დიდი ხნით უზრუნველყოფს დანაყრების შეგრძნებას და გეხმარებათ თავიდან აიცილოთ წახემსებები დღის განმავლობაში.
მოძრაობა
გააჩერეთ მანქანა შესასვლელიდან მოშორებით, ლიფტის ნაცვლად აირჩიეთ კიბე, ჩამოდით ერთი გაჩერებით ადრე. ეს შეუმჩნეველი 15-20 წუთი ფეხით სიარული დღეში სასწაულებს ახდენს!“ – წერს ნატა გაგუა.
🔥 5 რჩევა წონაში დაკლების მსურველებს! ფიქრობთ, რომ ჯანსაღი სხეულისთვის მხოლოდ მკაცრი დიეტები და დამღლელი ვარჯიშებია…
Posted by Nata Gagua on ხუთშაბათი, 04 სექტემბერი, 2025