LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მხოლოდ ნათესაური ურთიერთობის არსებობა არ არის საკმარისი: გვრიტიშვილი ნეპოტიზმზე

75
gvritishvili

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე დიმიტრი გვრიტიშვილმა გადაცემა “კომენტარში” საბჭოში ნეპოტიზმის შესახებ არსებულ კითხვებს უპასუხა.

გვრიტიშვილის თქმით, იმისთვის, რომ დადასტურდეს ნეპოტიზმის ფაქტი, მხოლოდ ნათესაური ურთიერთობის არსებობა არ არის საკმარისი.

“ასევე უნდა დადასტურდეს, რომ კანდიდატი არ არის ღირსეული. კანდიდატი კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, კვალიფიკაციის და კეთილსინდისიერების კუთხით….

მხოლოდ ის ფაქტი, რომ, მაგალითად, ჩემი შვილია კანდიდატი და თუ, ვთქვათ, ვინმეს, ვინც ამტკიცებს, რომ ნეპოტიზმია სახეზე, ვერ დაამტკიცა ის, რომ ჩემი შვილი ცოდნის დონით და კეთილსინდისიერების დონით არ შეესაბამება მოსამართლეობის მაღალ სტატუსს, მაშინ ნეპოტიზმი არ არის, ხო?!

მხოლოდ ის ფაქტი, რომ ჩემი შვილია, მისი გამწესება მოსამართლედ რომელიმე საჯარო დაწესებულებაში არ უნდა იყოს ტაბუდადებული”. – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g