როგორ იკვებება თქვენი შვილი? – ყველა პედიატრი ამბობს, რომ დედის რძე შეუცვლელია, თუმცა ხელოვნური კვების შემთხვევაში აუცილებელია, საკვები იყოს სრულიად ნატურალური, ორგანული და უსაფრთხო. ზუსტად უნდა იცოდეთ, რომ პროდუქტი, რომელსაც ბავშვს აძლევთ, არ უნდა შეიცავდეს მავნე ნივთიერებებს და მისი ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი არ უნდა იყოს.
როგორ იქცა საკუთარი შვილებისთვის მომზადებული საკვები მსოფლიო ბრენდად
მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, კონდიტერ ჯოზეფ ჰიპსა და მის ცოლს ტყუპები შეეძინათ, ქალს ბავშვების გამოკვება საკუთარი რძით არ შეეძლო. ჯოზეფმა ხელით დაფშვნა ორცხობილა, შეურია რძე და ასე შექმნა პირველი საბავშვო ფაფა.
უგემრიელესი საკვების შესახებ ძალიან ბევრისთვის გახდა ცნობილი და ჯოზეფ ჰიპის დაფხვნილი ორცხობილა შავი და თეთრი შეფუთვებით მალე საოჯახო ბიზნესის დასაწყისი გახდა.
დღეისთვის „ჰიპის“ პროდუქცია გაყიდვების მიხედვით პირველია გერმანიის ბაზარზე, ბავშვებისთვის სრულიად უსაფრთხო ფაფები, ხილი, ბოსტნეული, ხორცი და სხვა პროდუქტი მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც იყიდება.
ჩვენს ქვეყანაში „ჰიპის“ პირველი ნაწარმი 20 წლის წინ გაიყიდა.
მხოლოდ ორგანული საკვები – შტეფან ჰიპი ქართველ პედიატრებს შეხვდა
ქართველი პედიატრებისთვის საკუთარი პროდუქციის უკეთესად გასაცნობად საქართველოში კომპანიის მფლობელი და დირექტორი, შტეფან ჰიპი ჩამოვიდა. მან ექიმებისთვის ვრცელი ლექცია წაიკითხა და დეტალურად უამბო, როგორი მნიშვნელობა აქვს „ჰიპისთვის“ უსაფთხოების ნორმების დაცვას.
კომპანიის მიერ წარმოებული საკვების ყველა ქილას აქვს შტეფან ჰიპის მამის, კლაუს ჰიპის ხელმოწერა, რომლითაც ის პირადად აძლევს გარანტიას მომხმარებელს, საკვების უვნებლობის შესახებ.
ორგანული მეურნეობის დაწყება ჰიპებმა 60 წლის წინ გადაწყვიტეს. შტეფან ჰიპს სჯერა, რომ ორგანული ბაზარი მალე ყველაზე პოპულარული იქნება, რადგან ყოველწლიურად იზრდება მომხმარებელი.
„სულ უფრო მეტი ადამიანი ხვდება, რომ ორგანული მეურნეობა ერთადერთი გზაა, ვაწარმოოთ უსაფრთხო საკვები ჩვენთვის და ბავშვებისთვის,“ – აცხადებს ჰიპი.
ბავშებისთვის ჯანმრთელი საკვების შესაქმნელად კი, ცხადია, ჯანმრთელი ნედლეულის მოპოვებაა საჭირო, რომელიც ყველანაირი ქიმიური საშუალებების გარეშეა მოყვანილი.
გარდა რეგულაციებისა, რომლის მიხედვითაც უნდა იქმნებოდეს ევროპაში საკვები, „ჰიპს“ აქვს დამატებითი პარამეტრებიც, რაც ბაზარზე მის უპირატესობას უსვამს ხაზს.
კომპანია 8 ათასზე მეტ ფერმერთან მუშაობს, „ჰიპს“ ჰყავს სოფლის მეურნეობის ინჟინრები, რომლებიც მთელი წლის მანძილზე უწევენ კონსულტაციას ფერმერებს.
რას ფიქრობენ ქართველი პედიატრები „ჰიპზე“
ექიმები ამბობენ, რომ ბავშვის კვებაში ორგანული საკვები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. პედიატრები მიიჩნევენ, რომ როდესაც ბავშვს პირველად ვაძლევთ ხილს და ბოსტნეულს, უმჯობესია, მივცეთ ორგანული, რომელიც ქილებით იყიდება, ვიდრე პროდუქტი ვიყიდოთ ბაზარში ისე, რომ არ ვიცოდეთ, რამდენად ჯანმრთელია.
ექიმებისთვის ბავშვთა კვების მწარმოებლებთან შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია.
მაია ხერხეულიძე, პედიატრი :
„ქალის რძის შემცვლელი არ არსებობს და ძუძუთი კვება უნიკალურია. იმ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია, ბავშვი გვყავდეს ხელოვნურ საკვებზე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელ საკვებს ვირჩევთ. აქედან გამომდინარე, ექიმებს ყოველთვის უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია, რომ სწორად აირჩიონ ბავშვისთვის საუკეთესო. ასეთი ტიპის ღონისძიებებს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან გვეძლევა საშუალება, გავეცნოთ ხელოვნური საკვების წარმოების უახლეს მიღწევებს.
როდესაც არჩევანი გვაქვს გასაკეთებლი, პირველ რიგში, მნიშვნელობა ენიჭება ნაწარმში დანამატების შემცველობას, არ უნდა იყოს მომზადებული გენური ინჟინერიით მოყვანილი ნედლეულით.
როდესაც ვიცით, როგორ მზადდება პროდუქტი, ნედლეულიც არ არის წარმოებული სასუქით, ცხადია, ასეთ პროდუქტს უპირატესობას ვანიჭებთ.
თინა ღონღაძე, ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკა, პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი :
„ყველა ბავშვისთვის საუკეთესო საკვები დედის რძეა, თუმცა, არის შემცვლელი პროდუქტებიც, რომელიც საუკეთესოა მსოფლიოში ერთერთი ასეთი არის „ჰიპი“. ეს კომპანია ბიო-ორგანულ პროდუქციას აწარმოებს.
ნაწარმი მზადდება საბაზისო პროდუქტებისგან, რომელიც არ შეიცავს პესტიციდებს, მოყვანილია ეკოლოგიურად სუფთა გარემოში.
უკვე რამდენიმე ათეული წელია, „ჰიპის“ პროდუქცია არის ქართულ ბაზარზე, ჩვენთან იყიდება მრავალფეროვანი პროდუქტი, ჰიპოალერგიული საკვები, პრობოიტიკებით
თინათინ კაკიაშვილი