LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მხოლოდ პატიმრობა, არავითარი გირაო არ მინდაო, მეკუთვნის და იმიტომო: ორსული მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

3057
image-2021-12-23-211552

ექსპერტიზა ჩატარდება, ძალიან საეჭვოა მისი ფსიქიკური მდგომარეობა, დათრგუნული იყო დღეს ძალიან, შეშინებული, განიცდის ძალიან მწარედ, – ამის შესახებ ორსული მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულის ადვოკატმა, მევლუდ ჯანჯღავამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

ადვოკატის თქმით, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.

„პრინციპში აღიარებს, მაგრამ ძირითადად ხვალ დააფიქსირებს პოზიციას, მეც ჩემს სათქმელს სასამართლოზე ვიტყვი. დღეს სიტყვა ძუნწი იყო. აღკვეთის ღონისძიებას ითხოვს პროკურატურა და მოითხოვს ალბათ პატიმრობას და ჩვენც ვეთანხმებით, თვითონ განაცხადა თანხმობა, რომ მხოლოდ და მხოლოდ პატიმრობას, არავითარი გირაო არ მინდაო, მეკუთვნის და იმიტომო. ისიც მინდა გითხრათ, რომ თავად შეატყობინა ამის შესახებ, აზრზე რომ მოვედი, თვითონ მე დავრეკე პოლიციაშიო“, – განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა მევლუდ ჯანჯღავამ.

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებული სისასტიკით ორსული მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალდება წარუდგინა. უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 დეკემბერს, თბილისში, ბრალდებულმა განზრახ მოკვლის მიზნით, დანით ორსულ მეუღლეს განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში ოცდაათამდე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g