LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მხოლოდ თბილისში კორონავირუსის 400-მდე ახალი შემთხვევა გვაქვს: როგორ ნაწილდება შემთხვევები რეგიონებში

131
1032552806

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი 958 ახალი შემთხვევიდან 400-მდე თბილისშია დადასტურებული. რაც შეეხება სხვა შემთხვევებს:

„397 თბილისში, აჭარაში ცოტა შემცირდა და 226 ახალი დადასტურებული შემთხვევაა, იმერეთში მოიმატა და 332 ახალი შემთხვევაა, სამეგრელო-ზემო სვანეთში ვითარება თითქმის სტაბილურია და დღეს 27 ახალი შემთხვევაა, ქვემო ქართლში 20, შიდა ქართლში – 14, მცხეთა-მთიანეთში 15 ახალი შემთხვევაა, კახეთში – 13, სამცხე-ჯავახეთში 8 და ყველაზე ცოტა, 6 შემთხვევაა გურიაში“-განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ახალი ანტირეკორდი: საქართველოში კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g