LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მკურნალობაში ჩართულნი იყვნენ წამყვანი კლინიკების სპეცილისტები – ციციშვილის კლინიკაში 11 წლის გოგო გარდაიცვალა

25

11 წლის გოგონას მკურნალობაში ჩართული იყვნენ არა მხოლოდ ციციშვილის, არამედ თბილისის ყველა კლინიკის წამყვანი სპეციალისტები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მედიცინის დოქტორმა, მაია ჩხაიძემ განაცხადა.

ციციშვილის კლინიკაში 11 წლის გოგონა გუშინ გარდაიცვალა. როგორც მაია ჩხაიძე აცხადებს, პაციენტი კლინიკაში 25 ნოემბერს, პნევმონიის დიაგნოზით შეიყვანეს. მისივე თქმით, კვლევების პროცესში ჩართული იყო დაავადებათა მართვის ეროვნული ცენტრი. როგორც მაია ჩხაიძემ აღნიშნა, ბავშვი კლინიკაში მიყვანამდე კი სამი დღის განმავლობაში სახლში მკურნალობდა.

“პაციენტი 25 ნოემბერს შემოიყვანეს პნევმონიის, ასევე ვირუსული მონონუკლეოზისა და თანხმლები დაავადების – დაუზუსტებელი ეპილეფსიის დიაგნოზით. პაციენტის მკურნალობა პირველივე დღიდან დაიწყო როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი „გაიდლაინებით“. მკურნალობის გადაწყვეტილების ყველა ნაბიჯზე ჩართული იყვნენ მშობლები. ბავშვი გადაყვანილი იყო რეანიმაციულ განყოფილებაში, რადგან მას აღენიშნებოდა შერეული ინფექცია, როგორც ბაქტერიული, ისე ვირუსული. პაციენტს განუვითარდა ანთებითი სინდრომი, ამის შემდეგ პოლიორგანული უკმარისობა და ამის შემდეგ მივიღეთ სავალალო შედეგი – პაციენტის სიკვდილი,” – განაცხადა ექიმმა.

მისი თქმით, ბავშვის ყველა ორგანო დაზიანებული იყო და ამ ყველაფრის გამშვები მექანიზმი იყო ინფექცია, როგორც ვირუსული, ასევე ბაქტერიული.

” ბავშვის მკურნალობის პროცესში ოჯახი თავიდან ბოლომდე იყო ჩართული, ყველა კვლევაზე და ანალიზზე ჰქონდათ წვდომა, შეეძლოთ ნებისმიერი სხვა სპეციალისტისთვის ეჩვენებინათ ყველაფერი,” – აღნიშნა მაია ჩხაიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g