საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ნევროლოგი ოთარ თოიძე განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს ზოგადი სისუსტე დღემდე შენარჩუნებული აქვს და მას უჭირს სწორ ხაზზე სიარული.
მისივე განმარტებით, სააკაშვილს აქვს სხვადასხვა პათოლოგიური ნიშნები, რომლებიც ტვინის სტრუქტურებში გარკვეული დაზიანების შესახებ მიუთითებენ.
„მიხეილ სააკაშვილს ზოგადი სისუსტე, დაღლილობა და არასტაბილურობა დღემდე შენარჩუნებული აქვს, მკვეთრი ნერვული დეფიციტი რჩება, ძირითადად გამოიხატება კოორდინაციის დარღვევაში, მას უჭირს სწორ ხაზზე სიარული.
ზოგადი სისუსტე, ადვილი განლევადობა, დაღლილობა და არასტაბილურობა მას დღემდე შენარჩუნებული აქვს. მკვეთრი ნერვული დეფიციტი რჩება, ძირითადად გამოიხატება კოორდინაციის დარღვევაში. მას უჭირს სწორ ხაზზე სიარული. აქვს სხვადასხვა პათოლოგიური ნიშნები, რომლებიც მიუთითებენ გარკვეულ დაზიანებას ტვინის სტრუქტურებში. მედიკამენტების საკითხს სახელმწიფო კომისია წყვეტს.
მზადდება საექსპერტო დასკვნა და არის ძალიან ვრცელი და დიდი. დასამუშავებლად სავარაუდოდ ორი-სამი დღე დარჩა“,- განაცხადა ოთარ თოიძემ.