LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მკვლელი გარეთაა, ექსპერტიზის პასუხები ამ დრომდე არ არის! ბოლომდე ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ის არსება დაისაჯოს ყველაზე მტანჯველი სასჯელით“ – რას წერს დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას ოჯახის ახლობელი

251
fot (2)

დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანა იანუშაიტიტესთან დაკავშირებით, ოჯახის ახლობელი მაგდა უჯმაჯურიძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც მაგდა უჯმაჯურიძე აღნიშნავს, ანას მკვლელი გარეთაა, ექსპერტიზის პასუხები კი ამ დრომდე არ არის.

„შვილი მომიკლეს, დამნაშავე თავისუფალია” – დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანა იანუშაიტიტეს დედა

„ჩემი ერთადერთი და ანი, რომელიც მირჩევნია მთელ ჩემ სიცოცხლეს, რომლის გამოც ყოველთვის ყველაფერს გავაკეთებდი და გავაკეთებ აღარ მყავს.

ანი იყო არის და იქნება ჩემთვის და ყველა იმ ადამიანისთვის ვინც მას იცნობდა ყველაზე ზრდილობიანი, კეთილი, ნაზი, ნიჭიერი, სათნო, ჭკვიანი, მორიდებული და ყველაზე ფერადი ადამიანი ვინც შემხვედრია ამ დედამიწაზე.

12 წლის ანი მომიკლეს.

ბოლომდე ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ის არსება დაისაჯოს ყველაზე მტანჯველი სასჯელით. მე არ გავჩერდები, არც ანი გაჩერდებოდა ბოლომდე იბრძოლებდა, მეც ბოლომდე ვიბრძოლებ ანი.

მკვლელი გარეთ არის!

ექსპერტიზის პასუხები ამ დრომდე არ არის!“ – წერს მაგდა უჯმაჯურიძე.

12 წლის ანა იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეზე სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამარათლო-სამედიცინო წინასწარი დასკვნა მზადაა. წინასწარი დასკვნა 28 აპრილს გადაეცა დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, ბავშვის დედას და „უფლებები საქართველოს“ ადვოკატებს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ჩემი შვილი იბრძოდა.. ხელს აფარებდა რომ არ ეყვირა და შემოეხრჩო – 12 წლის ანას დედა ახალ დეტალებზე საუბრობს

 

ცნობისთვის, დიდ დიღომში 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი მიმდინარე წლის 16 მარტს იპოვეს.

ამავე თემაზე:

„შესაძლოა, ადგილი ჰქონოდა გვამის გადამალვის მცდელობას“ – „უფლებები საქართველო“ დიდ დიღომში გარდაცვლილ 12 წლის მოზარდის საქმეზე

დიდ დიღომში 12 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო

მოზარდის ბაბუა ამბობს, რომ ოჯახი ცხედრის გაკვეთის წინააღმდეგია: „საღ-სალამათი ბავშვი გაგუდული ვნახეთ ბუჩქებში და დასკვნა მარტივია – ვიღაცის ძალადობა“

მგონია, რომ ვიღაც ნაცნობი იყო.. უცნობი რომ ყოფილიყო, შეიძლება, დღეს ჩემი შვილიშვილი ცოცხალი ყოფილიყო“ – გარდაცვლილი მოზარდის ბაბუა

„სახეზე მიწა ჰქონდა.. როგორ აღმოჩნდა ბავშვი იმ მიფარებულ ადგილას? ან რატომ ჰქონდა ყელზე ნაკაწრები?“ – რას ჰყვება დიდ დიღომში გარდაცვლილი ბავშვის ბებია

„სწრაფად დავორგანიზდით მოქალაქეები, ბევრნი გავედით მანქანებით, მაგრამ ცოცხალს ვერ მივაგენით.. სასოწარკვეთილი ვარ, ვაღიარებ, ძალიან შეშინებულიც..“ – ირაკლი ღლონტი

„25 წუთის მანძილზე ხელოვნურ სუნთქვაზე ჰყავდათ, მაგრამ გული ვერ აუმუშავეს.. გთხოვთ, მიაქციეთ შვილებს იმაზე მეტად ყურადღება ვიდრე აქამდე, ქვეყანაში ავადმყოფები დადიან“ – ნუკა კვალიაშვილი

„მკითხა, ეს თქვენი ძაღლიაო“ – რას ჰყვება ქალი, რომელმაც 12 წლის გოგონა ბოლოს ნახა 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g