LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა? – სამხარაულის დასკვნა დღეს გახდება ცნობილი

125
BeFunky-collage (8)

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა დღეს უნდა გახდეს ცნობილი.

სწორედ ეს ექსპერტიზის პასუხი დაადგენს 19 წლის ფეხბურთების ტრაგიკული გარდაცვალების მიზეზს.

ასევე ექსპერტიზის დასკვნაზეა დამოკიდებული გადაკვალიფიცირდება თუ არა მუხლი და საქმეს რა მსვლელობა მიეცემა.

როგორც ცნობილია, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროშია გადაგზავნილი.

“იმედი გვაქვს რომ სამივე ძირითად კითხვაზე გაეცემა პასუხი. ეს გახლავთ გიორგის გარდაცვალების უშუალო მიზეზი, დაზიანებების ხარისხი და ის, თუ როდის იქნა ეს დაზიანებები მიყენებული.

ოჯახის ნომერ პირველი ვერსია გიორგის განზრახ მკვლელობის ფაქტია, შესაბამისად ვფიქრობთ რომ ექსპერტიზა დაგვეხმარება. ამის შემდეგ კი ოჯახს ექნება ძალიან კატეგორიული პოზიცია, როგორც დამნაშავეთა უფრო მძიმე კვალიფიკაციით დასჯის, ასევე საქმის ახალი ტალღის დაწყების თაობაზე,”-აცხადებს გიორგი შაქარაშვილის ბიძა, ადვოკატი მირიან ნიკოლაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g