აუცილებლად იქნება გუნდის განახლება, ახალი სისხლი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.
„გახსოვთ, რომ 2015 წელს, ასევე დავაანონსეთ გუნდის განახლება, მაშინ ორი წლის თავზე საპარლამენტო არჩევნებისთვის. ამის შედეგები იხილა საზოგადოებამ. დღესაც ვართ ჩვენ იგივე გამოწვევის წინაშე, აუცილებლად იქნება უზრუნველყოფილი გუნდის განახლება, ახალი სისხლი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და რასაც სათანადო დროს იხილავს ქართული საზოგადოება. ეს არის ჩვენი ამოცანა,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, კონკრეტულად ვის შეეხება საკადრო ცვლილება, კობახიძე ასე პასუხობს: „საკითხის ასე დასმა არ არის სწორი, მთავარია, გუნდის განახლება, გადახალისება, მთავარია, საბოლოო ჯამში, ის, რომ მმართველობის თითოეულმა რგოლმა იმუშაოს სათანადოდ, თუ სადმე არის ხარვეზი, ჩამორჩენა, ამას სჭირდება ჩარევა და ეს ჩარევა იქნება“.