LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მმართველი გუნდი ოპოზიციას საკონსტიტუციო საკითხებზე ისევ პოლიტიკურ დიალოგს სთავაზობს

84

მმართველი გუნდი ოპოზიციას პოლიტიკურ დიალოგს სთავაზობს და აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების საშემოდგომო სესიამდე განხილვისთვის მზად არიან.

ამის შესახებ განცხადება “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ დღეს პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

„ჩვენი გუნდი მზად არის, საშემოდგომო სესიამდე დარჩენილი დრო გამოიყენოს პოლიტიკური დიალოგისთვის, შესაბამისად, ყველა კვალიფიციურ ოპოზიციურ პარტიას ვთავაზობთ, მიმდინარე კვირაში შევიკრიბოთ და განვაახლოთ მსჯელობა საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო, ვინაიდან საქართველოში ჩვენ წარმოვადგენთ პოლიტიკურ პარტიებს, თუმცა საზღვარგარეთ ყველანი წარმოვადგენთ საქართველოს,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძეს ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის კონკრეტული დრო და თარიღი არ დაუსახელებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები