LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მმართველი პარტია იმსჯელებს, ღირს თუ არა პარტიებთან ინდივიდუალური მოლაპარაკების დაწყება: გიორგი ხელაშვილი

78
Capture.JPG1354

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ხელაშვილის განცხადებით, ქართული ოცნება იმსჯელებს რამდენად აქვს აზრი, პარტიებთან ინდივიდუალური მოლაპარაკებების დაწყებას.

მისი განცხადებით, “როცა ინდივიდუალურად მოდის თითოეული პარტია და ყველა თავისას მოითხოვს, კომპრომისზე წასვლა იმას ნიშნავს, რომ ყველას თავისი მთავარი მოთხოვნა უნდა დაუკმაყოფილო, რაც ქართული ოცნების ამომრჩევლისთვის სახელმწიფოებრივი პოზიციებიდან შეიძლება მიუღებელი აღმოჩნდეს”.

„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის შეთანხმება ვერ შედგა – დანიელსონი ბრიუსელში ბრუნდება და მიშელს ანგარიშს ჩააბარებს

“ჩვენ შესაძლოა ამ საკითხზე ვიმსჯელოთ, მაგრამ ეს საკმაოდ მაცდურია. დაუშვათ ყველასთან შევედით კომპრომისში, რაც მათთვის მნიშვნელოვანია. მაგრამ მთავარი სირთულე ისაა, რომ როცა პარტიები მოდიან, მათთვის რთულია ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება. ვიღაცისთვის შეიძლება მთავარი იყოს საარჩევნო ბარიერის დაწევა, საარჩევნო სისტემის შეცვლა, ვიღაცისთვის მართლმსაჯულების შეცვლა, ვიღაცისთვის ციხიდან ნიკა მელიას გამოსვლა, ისე რომ გირაო არ გადაიხადოს. ამ დროს იქმნება ისეთი ვითარება, როცა პარტიები ერთმანეთთან მოდიან წინააღმდეგობაში.

როცა ინდივიდუალურად მოდის თითოეული პარტია და ყველა თავისას მოითხოვს, მაშინ კომპრომისზე წასვლა იმას ნიშნავს, რომ ყველას თავისი მთავარი მოთხოვნა უნდა დაუკმაყოფილო, რაც ჩვენი ამომრჩევლისთვის სახელმწიფოებრივი პოზიციებიდან შეიძლება მიუღებელი აღმოჩნდეს. ამაზე იმსჯელებს მმართველი გუნდი და გადაწყვეტს ღირს თუ არა პარტიებთან ინდივიდუალურ მოლაპარაკებებზე წასვლა,” – განაცხადა ხელაშვილმა.

 

პოპულარულები