LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მნიშვნელოვანი მტკიცებულებების დაზიანების საქმეზე, 12 წლის ანის დედა დაზარალებულად ცნეს – „უფლებები საქართველო“

267
ნატო ხუტაშვილი

არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“-ს ინფორმაციით, „უფლებები საქართველოს“ ადვოკატების განცხადების საფუძველზე, თბილისის პროკურატურამ, 12 წლის ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეში, მტკიცებულებების დაზიანების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გოგოს დედა დაზარალებულად ცნო.

„გადავიხდი 5000 დოლარს ვინც რეალურ ინფორმაციას მომაწოდებს ჩემი 12 წლის შვილის მკვლელის კვალზე გასასვლელად“ – ანა იანუშაიტიტეს დედა

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „უფლებები საქართველოს“ ადვოკატების მიმართვის საფუძველზე, დღეს, პროკურატურა დაზარალებულს გადასცემს მტკიცებულებების დაზიანების საქმეში არსებულ მასალებს. საქმის მასალების შესწავლის შემდეგ, „უფლებები საქართველო“ შემდგომი დეტალების გასაჯაროებისას იხელმძღვანელებს არასრულწლოვანისა და მისი ოჯახის საუკეთესო ინტერესებით.

„უფლებები საქართველომ“ ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეში მტკიცებულებების დაზიანების ფაქტზე გამოძიების დაწყება 2023 წლის 5 ივლისს მოითხოვა. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ უნდა დადგინდეს, თუ რა გარემოებებში მოხდა საკვანძო მტკიცებულებების შემცველი დალუქული პაკეტის მთლიანობის დარღვევა, რამაც გარდაცვლილის სხეულიდან აღებულ ნივთმტკიცებებზე მოშავო-მონაცრისფრო, ობისმაგვარი დანაშრევებისა და ნადებების წარმოქმნა გამოიწვია.

ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეში მტკიცებულებების დაზიანებას თბილისის პროკურატურა იძიებს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას, ან არაჯეროვნად შესრულებას მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფო ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

„უფლებები საქართველო“ 12 წლის გოგოს გარდაცვალებისა და მტკიცებულებების დაზიანების ფაქტებზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, დიდ დიღომში 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი მიმდინარე წლის 16 მარტს იპოვეს.

 

? მნიშვნელოვანი მტკიცებულებების დაზიანების საქმეზე, 12 წლის ანის დედა დაზარალებულად ცნეს⭕ „უფლებები საქართველოს“…Posted by Rights Georgia / უფლებები საქართველო on Wednesday, 9 August 2023

 

„სავარაუდოდ მამაკაცის ჩადენილია, რადგან მამაკაცის თმა არის აღმოჩენილი…ბავშვს 39 დაზიანება აქვს, რომელსაც თვითონ ვერ მიიყენებდა” – დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას დედა

„ამას შეეწირება სხვა მრავალი ბავშვიც, როდესაც ასეთი ავადმყოფი დადის ქუჩაში.. პოლიცია იზამს თუ ჩვენ, ჩემი შვილის მკვლელს აუცილებლად ვიპოვი და დავსჯი“ – დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანას დედა

ჩემი შვილი იბრძოდა.. ხელს აფარებდა რომ არ ეყვირა და შემოეხრჩო – 12 წლის ანას დედა ახალ დეტალებზე საუბრობს

„შესაძლოა, ადგილი ჰქონოდა გვამის გადამალვის მცდელობას“ – „უფლებები საქართველო“ დიდ დიღომში გარდაცვლილ 12 წლის მოზარდის საქმეზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები