LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მნიშვნელოვანია, ქვეყანამ გაიუმჯობესოს ენერგოუსაფრთხოება” – ჩხოროწყუში „ხობი 2 ჰესის“ 7 კილომეტრამდე სიგრძის გვირაბის გაყვანა დასრულდა

2748
A5

თიბისის მხარდაჭერით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში „ხობი 2 ჰესის“ 7 კილომეტრამდე სიგრძის გვირაბის გაყვანა დასრულდა. პროექტის ინფრასტრუქტურული ნაწილის განხორციელებას კომპანია „ფერი“ უზრუნველყოფს. დამფუძნებლები კი, „ფერისთან“ ერთად, ისეთი მსხვილი კომპანიები არიან, როგორებიცაა: „კავკასუს როად პროჯექტ“, „მეიდანი” და „ჯი დი ენერჯი“.

პროექტის ჯამური ინვესტიცია 84 მილიონი აშშ დოლარია, საიდანაც თიბისის თანამონაწილეობა 28 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. „ხობი 2 ჰესის“ სიმძლავრე – 46.7 მეგავატი, წლიური გამომუშავება კი 195 გვტ/სთ-ია. პროექტი 2015 წელს დაიწყო და ის 2023 წლის ზაფხულის ბოლოს დასრულდება.

„კომპანია „ფერი“ 3 ათწლეულზე მეტია ბაზარზე ოპერირებს. საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ქვეყანასთან ერთად გავიარეთ ზრდისა და განვითარების გზა. დღეს ჩვენი პორტფელი, ისეთი ერთგული პარტნიორების მხარდაჭერით, როგორიც თიბისია, ათეულობით პროექტს აერთიანებს როგორც ენერგეტიკის, ასევე ინფრასტრუქტურის მიმართულებით. განვითარების პროცესში, ჩვენი მიზნები და სურვილები მუდმივად უცვლელი იყო. ერთ-ერთი ასეთი მიზანია ქვეყანა ნაკლებად იყოს დამოკიდებული იმპორტირებულ ენერგორესურსზე და მაქსიმალურად ავითვისოთ საკუთარი. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ენერგეტიკის სექტორში ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტები. „ფერის“ ჩართულობით აშენებული ჰიდროელექტროსადგურები დღეს 150 მეგავატს აგენერირებს. ამასთან ერთად, ჩვენს პორტფელში არაერთი მიმდინარე თუ სამომავლო პროექტია გაწერილი, რომელთა რიცხვშია „ხობი 2 ჰესის“ მიმდინარე პროექტიც. ჯამში, მომავალი 3-4 წლის განმავლობაში, ვგეგმავთ, რომ ჰიდრო რესურსის დახმარებით – 250, ქარის რესურსით – 200, მზის ენერგიით კი 50 მეგავატი გამოვიმუშაოთ“, – ამბობს ლაშა იორდანიშვილი, „ფერის“ აღმასრულებელი დირექტორი.

„მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ გაიუმჯობესოს ენერგოუსაფრთხოება და შეამციროს იმპორტირებულ ენერგიაზე დამოკიდებულება. ამისათვის, მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ არსებული განახლებადი რესურსი, რაც საქართველოში უხვად მოგვეპოვება. აღნიშნული რესურსის ათვისებას კომპანია „ფერი“ წარმატებით უზრუნველყოფს, რომლის პარტნიორიც, დაფუძნების დღიდან თიბისია. თიბისის მიერ „ფერისთვის“ დღემდე გაცემული დაფინანსება ჯამში 40 მილიონ დოლარს შეადგენს. „ხობი 2 ჰესის“ მიმდინარე პროექტთან ერთად, ჩვენი წარმატებული თანამშრომლობის დასტურია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი, 108 მეგავატი დადგმული სიმძლავრის „დარიალი ჰესი“. ასევე, 5 ჰიდროელექტროსადგური, რომელიც უკვე ოპერირებს და რომლის ჯამური სიმძლავრე 37,2 მეგავატია“, – აცხადებს გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

თიბისის მხარდაჭერით, ენერგეტიკის სექტორში ჯამში 260 მილიონი დოლარის ინვესტიცია ხორციელდება, საიდანაც თიბისის სასესხო პორტფელი 200 მილიონ დოლარამდე შეადგენს. ბანკის მიერ, ქვეყნის მასშტაბით, ჯამური დადგმული სიმძლავრით 267 MW 30 ჰიდროელექტროსადგურია დაფინანსებული. შედეგად, თიბისის ბაზრის წილი ენერგეტიკის სექტორში 80%-ია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g