LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტზე ხელმოწერების შემდეგ ყველა პარტიამ პარლამენტში შესვლის ნაბიჯი გადადგას: კელი დეგნანი​

42
კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერების შემდეგ ყველა პარტიამ, პარლამენტის ინდივიდუალურმა წევრებმა გადადგან პარლამენტში შესვლის ნაბიჯი.

დეგნანი მიესალმება საარჩევო რეფორმაზე დაწყებულ მუშაობას. მისი თქმით, იმისთვის, რომ ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები ამომრჩევლის სრული ნდობის პირობებში ჩატარდეს, პროცესი უნდა გაგრძელდეს.

ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტზე იქნა ხელი მოწერილი. მნიშვნელოვანია, რომ შემდგომ განვითარდეს ეს პროცესი და ყველა პარტიამ, პარლამენტის ინდივიდუალურმა წევრებმა გადადგან შემდეგი ნაბიჯი და მიიღონ პარლამენტის წევრობა. ვიცი, რომ მიმდინარეობს მუშაობა საარჩევნო რეფორმაზე. მისასალმებელია ის, რომ გაგრძელდეს ეს პროცესი და იმუშაონ მხარეებმა, რათა ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები ჩატარდეს ამომრჩევლის სრული ნდობის პირობებში. ზუსტად ეხება იმ ცენტრალურ ელემენტს, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებით იყო გათვალისწინებული. არ დაგვავიწყდეს, ცხრა პარტია მონაწილეობდა ამ პროცესში“,- განაცხადა დეგნანმა.

მელია "გამაერთიანებელი" – ოპოზიციის შანსები და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის პერსპექტივები

"თუ ოპოზიცია ამას ხედავს, მაშინ მელიას ერთიანი ოპოზიციის ლიდერობა წაგებიანი გამოვა. ოპოზიციურ ფლანგზე პარალელური გაშლა იქნება საჭირო"

მისივე თქმით, შეთანხმების ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი იყო სასამართლო რეფორმა.

მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების ნდობით სარგებლობდეს სასამართლო პროცესი და მთლიანობაში მართლმსაჯულება. ზუსტად ამიტომ მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს და ეს იყო ჩვენი გზავნილი არჩევნების დღიდან მათდამი, რომ შესულიყვნენ პარლამენტში და პარლამენტის ჭერქვეშ გაეგრძელებინათ მუშაობა ესოდენ მნიშვნელოვანი სასამართლო სისტემის გაუმჯობესებაზე, რათა ეს სისტემები ყოფილიყო ნდობით მოსარგებლე პოლიტიკური პარტიებისა და საქართველოს მოქალაქეების მხრიდან.

ამიტომ იყო თანმიმდევრული ჩვენი გზავნილი, როდესაც მოვუწოდებდით, რომ საქართველოს მოქალაქეების არჩევანი და ნება ყოფილიყო გამოხატული, შესულიყვნენ პარტიები და მათი წევრები პარლამენტში და იქ გაეგრძელებინათ ის რთული სამუშაო, რომელიც უკავშირდება შემდგომი რეფორმების განხორციელებას, რომელიც აისახა კიდეც შეთანხმებაში. ეს უზრუნველყოფდა აგრეთვე მრავალპარტიულ პარლამენტს. ეს იყო ზუსტად ის, რაც გასული წლის ოქტომბერში საქართველოს მოქალაქეებმა აირჩიეს და მისცეს ხმას იმას, რომ საპარლამენტო მუშაობა გაგრძელებულიყო“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

15 მაისის აქციის ჩატარების მიზანშეწონილობა აღარ არსებობს: ნიკა მელია

 

magti 5g