LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მნიშვნელოვანია, რომ მას შეუნარჩუნდეს საქართველოს მოქალაქეობა“ – ირაკლი კობახიძე ილია თოფურიას შეხვდა

197
ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე UFC-ის ჩემპიონს, ილია თოფურიას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ირაკლი კობახიძის მოწვევით, საქართველოში ილია თოფურია ჩამოვა და საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის წინ „დინამო არენაზე“ საჩემპიონო ქამარს წარადგენს

ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა სპორტსმენს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის მისი გამარჯვება ძალიან საამაყო და მნიშვნელოვანია.

„ირაკლი კობახიძე ილია თოფურიას სამომავლო გეგმებითაც დაინტერესდა და წარმატებები უსურვა.

ჩემპიონთან საუბრისას პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ესპანეთის მოქალაქეობის მინიჭების პარალელურად მნიშვნელოვანია, რომ მას შეუნარჩუნდეს საქართველოს მოქალაქეობა. მთავრობის მეთაური იუსტიციის სამინისტროსა და პრეზიდენტს მიმართავს, რათა ყველაფერი გაკეთდეს ილია თოფურიასთვის მოქალაქეობის შესანარჩუნებლად.

UFC-ის ჩემპიონი, რომელიც საქართველოში პრემიერ-მინისტრის მოწვევით ჩამოვიდა, 21 მარტს საქართველო-ლუქსემბურგის საფეხბურთო მატჩზე საჩემპიონო ქამარს წარადგენს“, – წერია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიდეო: ილია თოფურია სამშობლოშია – რა კადრებს უზიარებს ჩემპიონი თავის მილიონობით გამომწერს „ინსტაგრამზე“

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე UFC-ის ჩემპიონს, ილია თოფურიას შეხვდა. მთავრობის მეთაურმა სპორტსმენს…

Posted by საქართველოს მთავრობა on ორშაბათი, 18 მარტი, 2024

სამშობლოში დაბრუნებული ილია თოფურია: „ასეთ მიღებას ნამდვილად არ ველოდი.. ძალიან გახარებული და მადლობელი ვარ“

ცნობისათვის, ილია თოფურია საქართველოში პრემიერ-მინისტრის პირადი მოწვევით ჩამოვიდა, მიზეზი კი ქვეყნის ეროვნული ნაკრებისთვის 21 მარტს გასამართავი უმნიშვნელოვანესი მატჩია.

ილია თოფურია დინამო არენაზე, ერთა ლიგის ნახევარფინალში, საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩის დაწყებამდე 15 წუთით ადრე, საჩემპიონო ქამარს წარადგენს, შემდეგ კი ეროვნულ გუნდს ტრიბუნებიდან უგულშემატკივრებს.

ვიდეო: „დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს დღე დადგებოდა და ჩემი ძმა ქამარს ჩამოიტანდა სამშობლოში..“ – ილია თოფურიას დის და დეიდის ემოციები ჩემპიონის საქართველოში დაბრუნების დროს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები