LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოახლოებულია არჩევნები, იქნებიან დამკვირვებლები ჩინეთიდან და ინდოეთიდან? არის მუშაობა? საერთოდ ჩამოდიან ისინი?“ – ფრიდონ ინჯია ირაკლი კობახიძეს

147
ფრიდონ ინჯია

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, ირაკლი კობახიძეს კითხვებით დეპუტატები მიმართავენ.

ირაკლი კობახიძეს კითხვით მიმართა „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ, რომელიც დაინტერესდა, ეწვევიან თუ არა საქართველოს არჩევნების დროს დამკვირვებლები ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა ინდოეთი და ჩინეთი:

„მოახლოებულია არჩევნები. მე მაქვს კითხვა, დამკვირვებლები იქნებიან ჩინეთიდან? დამკვირვებლები იქნებიან ინდოეთიდან? ისეთი ქვეყნებიდან, რომლებსაც თავისი წონა აქვთ მსოფლიოში. არის მუშაობა? საერთოდ ჩამოდიან ისინი? როგორ არის ეს? რამდენად არის ეს საყურადღებო?” – ჰკითხა დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ პრემიერ-მინისტრს.

ცნობისათვის, დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში წარადგინა ყოველწლიური მოხსენება, რომელსაც ბოიკოტის ნიშნად არ ესწრებოდა ოპოზიციის ნაწილი.

რა თქვა ირაკლი კობახიძემ, ვრცლად წაიკითხავთ აქ:

„ინტელექტუალური რესურსი მათ მხარეს არის ძალიან მწირად წარმოდგენილი… ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც რადიკალური ოპოზიცია ვერ ბედავს „ქართულ ოცნებასთან“ დებატებში შემოსვლას“ – კობახიძე ოპოზიციას

„იყო გარკვეული მცდელობა, ქვეყანაში არეულობა შემოეტანათ, თუმცა შსს-მ სიმშვიდის და სტაბილურობის შენარჩუნება უზრუნველყო, ამისთვის მადლობა ვახტანგ გომელაურს და თითოეულ ღირსეულ პოლიციელს“ – ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე: „მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ჩვენს ფეხბურთელებს არ სჭირდებათ დამატებითი მოტივაცია, თუმცა მაქსიმალურ მოტივაციასაც სჭირდება წახალისება“

ირაკლი კობახიძე: „კონკრეტულ ფეხბურთელთან დაკავშირებით სამარცხვინო სპეკულაციები იყო.. ფეხბურთელზე პოლიტიკური წნეხის მცდელობა მიუღებელია, თავის დროზე გუნდის დაყენებაში ერეოდა მაშინდელი მმართველი პარტია და როგორი იყო ფეხბურთის შედეგები, ყველას გვახსოვს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g